მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში მონოკლინური ანტისხეულებით მკურნალობა უახლოეს მომავალში დაიწყება - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე Pia.ge
1630351016
COVID-19

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში უახლოეს მომავალში ანტივირუსული მედიკამენტების, მონოკლინური ანტისხეულების შემოტანა იგეგმება.

„ჩვენთან მალე იგეგმება ყველაზე ახალი ანტივირუსული მედიკამენტების, მომავლის თერაპიის, მონოკლინური ანტისხეულების შემოტანა, რომელიც ჯერ ამერიკის შეერთებულ შტატებში, იაპონიასა და დიდ ბრიტანეთში გამოიყენება. პროტოკოლის რადიკალური ცვლილება არ იგეგმება, რადგან რამდენადაც ეს ვიღაცისთვის ნაკლებად დამაჯერებელი არ უნდა იყოს, აბსოლუტურად არ არის დაკავშირებული გარდაცვალების რიცხვის გაზრდა მკურნალობისა და მართვის ხარისხთან და პროტოკოლში რაიმე ხარვეზის არსებობასთან.

ანალიტიკური გუნდი მუშაობს და თვალყურს ვადევნებთ ყველა სიახლეს. ზღვა მასალაა და იოლი არ არის გარკვევა ამ სიახლეებიდან, რომელი არის მისაღები როგორც სამკურნალო შედეგით, ისე სამართლებრივად და ეთიკურად“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „რეანიმაციაში ადგილი აღარ არის“

👉 „დღევანდელი მდგომარეობით, სწავლის დაწყება რისკებს შეიცავს“

👉 „ყველა პარამეტრი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის კრიტიკულია“