მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მარტო ჩვენ არ ვართ ასე, რადგან ყველაზე ცუდ დღეში საშუალოშემოსავლიანი ქვეყნები აღმოჩნდნენ“ - თენგიზ ცერცვაძე ვაქცინაზე

ინფექციურის ყოფილი დირექტორი
1614515496
COVID-19

„მარტო ჩვენ არ ვართ ამ დღეში. ყველაზე არასახარბიელო დღეში ე.წ. საშუალოშემოსავლიანი ქვეყნები აღმოჩნდნენ, რომლებიც ვერ სარგებლობენ ძალიან ღარიბი ქვეყნებისთვის არსებული შეღავათებით და ასევე არ აქვთ უსაზღვრო რესურსები, რომ ნებისმიერ ფასად ვაქცინა შემოიტანონ“, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, ვაქცინაციას ამ დროისთვის ძალიან მდიდარი და ძალიან ღარიბი ქვეყნები ახერხებენ, რომელთაც ვაქცინას სხვადასხვა სახელმწიფოები ან ჯანმო აწვდის, ხოლო ქვეყნები, რომლებიც „კოვაქს“ პლატფორმისგან ელოდებოდნენ ვაქცინას, ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ამირან გამყრელიძის შეფასებით, ვაქცინის განაწილება, ფაქტობრივად, მესამე მსოფლიო ომის ტოლი პროცესია, როცა ზოგიერთ ძლიერ ქვეყანას 3-4-ჯერ უფრო მეტი დოზა აქვს, ვიდრე სჭირდება, ხოლო ზოგიერთ ქვეყანას ვაქცინის პირველი დოზები დღემდე არ მიუღია.

„ძალიან დიდი უსამართლობაა ამ კუთხით. ზოგიერთ ქვეყანას უკვე დაბევებული აქვს 2-ჯერ ან 3-ჯერ ან საერთოდ, 5-ჯერ უფრო მეტი დოზა, ვიდრე სჭირდებათ თავისი მოსახლეობის ასაცრელად“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ინფორმაციისთვის, ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ვაქცინის შემოსვლა მარტის მეორე ნახევრისთვის გადაიდო.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განმარტა, გაირკვა, რომ საქართველო პირველად Astrazeneca-ს წარმოების ვაქცინას მიიღებს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„ვაქცინის მწარმოებლებს ორი წლის მარაგი უკვე გაყიდული აქვთ, საქართველომ მოლაპარაკებები დააგვიანა“ - ზაზა წერეთელი

„მწარმოებლებმა ვერ აწარმოეს ვაქცინების ის რაოდენობა, რაც დაგეგმილი ჰქონდათ და ამიტომ, ვაქცინები დააკლდა ყველას“ - ცერცვაძე

„ექსპერტები ვვარაუდობთ, რომ არსებობს მესამე ტალღის საშიშროება“ - სერგო ჩიხლაძე