მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ექსპერტები ვვარაუდობთ, რომ არსებობს მესამე ტალღის საშიშროება“ - სერგო ჩიხლაძე

ჯანდაცვის ექსპერტი სერგი ჩიხლაძე
1614426158
COVID-19

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი სერგო ჩიხლაძე ვარაუდობს, რომ მსოფლიოში COVID 19-ის მესამე ტალღის საშიშროება არსებობს.

„ექსპერტები ვვარაუდობთ, რომ არსებობს პანდემიის მესამე ტალღის შანსი მთელ მსოფლიოში,“ - აცხადებს იგი სატელევიზიო ინტერვიუში.

ჩიხლაძის თქმით, მდგომარეობას უფრო დაამძიმებს ქვეყანაში არსებული ცუდი მენეჯმენტი და ვაქცინის არარსებობის ფაქტი.

„ვაქცინის არარსებობა და ცუდი მენეჯმენტი სიტუაციას, რა თქმა უნდა, უფრო დაამძიმებს,“ - აღნიშნავს იგი.

„დანაშაულებრივი უპასუხისმგებლობა და ტყუილი“ - ასე უწოდებს ჩიხლაძე პასუხისმგებელი პირების მიერ ვაქცინის შემოტანის გაჭიანურებას.

ინფორმაციისთვის, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძის თქმით, იყო მოლაპარაკებები, რომ ვაქცინა უკვე ქვეყანაში უნდა ყოფილიყო, თუმცა ოდნავ გადაიწია ამ პროცესმა ერთი ან ორი კვირით.

აგრეთვე იხილეთ:

„ვაქცინის მიწოდების პროცესის შეფერხების გამო მომწოდებელი მხარე ძალიან წუხს“ - ტიკარაძე

„რომელ ქვეყანაში დამზადებულ AstraZeneca-ს ვაქცინას გავიკეთებთ არ აქვს მნიშვნელობა, რადგან ის სტანდარტს აკმაყოფილებს“ - კულუმბეგოვი

თენგიზ ცერცვაძე: ევროპის 45 ქვეყანას რომ აჯობებ და ნაკლები ადამიანი გარდაგეცვლება, არ არის სწორი ვილაპარაკოთ ჩავარდნებზე