მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მარტო შოლტი და მათრახი არაფერს იზამს, მთავარია თვითშეგნება“ - გამყრელიძე

NCDC-ის დირექტორი
1617724709
COVID-19

„მარტო შოლტი, მათრახი და კონტროლი არაფერს იზამს, მნიშვნელოვანია ჩვენი თვითშეგნება. თუ არ დავიცავთ წესს მარტო კონტროლით და ჯარიმებით არაფერი გამოვა“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კოვიდპანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების აღსრულებასთან დაკავშირებით განაცხადა. 

ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ წესები ყველამ უნდა დაიცვას და მათ შორის აცრილებმაც უნდა ატარონ პირბადე.

„პატარა საქართველოსთვის 7, 8, 9, 10 გარდაცვლილი საკმაოდ მძიმე და ბევრია. დიდი სოლიდარობაა საჭირო ახლა ყველაფერში. პირბადე უნდა ვატაროთ ყველგან დახურულ, ღია შენობაში. აცრილებმაც უნდა ატარონ პირბადე, დისტანცია აუცილებლად უნდა იყოს დაცული, სანიტარული წესების დაცვა უნდა ხდებოდეს, ყველა იმ კლასტერის რაც საქართველოში გვაქვს დიდი შეკრებებიდან მოხდა ინიცირება.

ხომ შეიძლება საზოგადოება შევთანხმდეთ, რომ რთულ პერიოდში ვართ და მოდი რა ცოტა ხანი თავი შევიკავოთ, დაბადების დღე აღვნიშნოთ ოჯახში, ქორწილი ძალიან კარგია, მაგრამ მოკრძალებულად აღვნიშნოთ, რადგან რისკი ძალიან დიდია.

მნიშვნელოვანია ვაქცინაციის დაინტენსივება. ამ ხუთი მდგენელით თავიდან შეგვიძლია ავიცილოთ მესამე ტალღა. მარტო შოლტი, მათრახი და კონტროლი არაფერს იზამს, მნიშვნელოვანია ჩვენი თვითშეგნება. თუ არ დავიცავთ წესს მარტო კონტროლით და ჯარიმებით არაფერი გამოვა.

კი, ჯარიმა და კონტროლი სერიოზულ როლს თამაშობს, მაგრამ მნიშვნელოვანია თვითდისციპლინა. როცა ადამიანს ქუჩაში პირბადე არ უკეთია უნდა ვუთხრათ, რომ გაიკეთოს. თუ დეკემბრის ბოლომდე მოზრდილი მოსახლეობის 60% აიცრება, ქვეყანაში კოვიდის ეპიდემიას დავამთავრებთ“, - განაცხადა „რუსთავი 2“-ის ეთერში გამყრელიძემ.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 აპრილის მდგომარეობით 3,65%-ს შეადგენს. ბოლო 14 დღის - 1,94%, ბოლო 7 დღის - 2,32%-ი ინფიცირებულია პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც და ის თვითიზოლაციაში იმყოფება.

ამავე თემაზე:

👉 „მესამე ტალღის დაწყების ეტაპზე ვართ“ - ამირან გამყრელიძე