მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ახლა რომ პოლიტიკური განცხადებები დავიწყო, საქმეს, რასაც დღეს ვაკეთებ, ვინ გააკეთებს? მოდით რა, დამანებეთ ამ მხრივ თავი“ - ამირან გამყრელიძე

NCDC-ის დირექტორი
1629827699
COVID-19

„აგვისტოში დავხარჯავთ დაახლოებით ნახევარ მილიონ „ფაიზერს“ და მილიონი დოზით შევხვდებით სექტემბერს. ამიტომ გთხოვთ, მეტ აქტივობას, ჩვენ თუ სექტემბრის ბოლოს ნახევარ მილიონ ადამიანს ავცრით, სექტემბრის ბოლოს სერიოზულად გავტეხავთ წელში ამ პანდემიას“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ სატელევიზიო ეთერში ჩართვისას განაცხადა.

მან, ასევე, მოუწოდა სახალხო დამცველს, შეუერთდეს საკოორდინაციო საბჭოს და დებატების რეჟიმში განიხილონ ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი საკითხები.

„პატივს ვცემ სახალხო დამცველს, ქალბატონ ნინოს, მას აქვს უფლება საკოორდინაციო საბჭოზე მობრძანდეს და იქ იყოს საინტერესო და აუცილებელ საკითხებზე საუბარი. ჯობია, იქ იყოს დებატები ქვეყნისათვის მნიშვნელოვან თემებზე.

2004 წელს დავტოვე პოლიტიკური პოსტი, უფრო მაღალი ვიდრე ეს პოზიცია, რომელიც მიკავია, არ ვარ პოლიტიკური ინსტიტუცია, გავურბივარ პოლიტიკურ შეფასებებს. მე რომ ახლა პოლიტიკური განცხადებები დავიწყო, იმ საქმეს, რასაც დღეს ვაკეთებ, ვინ გააკეთებს? მოდით რა, დამანებეთ ამ მხრივ თავი, მომეცით საშუალება ვაკეთო ჩემი საქმე“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მან ჟურნალისტის კითხვაზე, გახდება თუ არა აცრა სავალდებულო, უპასუხა, რომ ჩვენი კანონი საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ იძლევა იმის საშუალებას, რომ გადაწყვეტილება იქნეს მიღებული პანდემიისა და ეპიდემიის დროს, რომ ვაქცინაცია გახდეს სავალდებულო გარკვეული ჯგუფებისათვის.

„მეორეს მხრივ ვიცით, რომ ყველაზე დიდი კანონის კონვენცია რაც არის, იქ არსებობს გარკვეული სხვა შეხედულებები. ამიტომ, როცა რაღაცას სავალდებულოდ აწესებ, ეს საკმაოდ რთული გზა არის.

ზოგიერთმა ქვეყანამ, ეს გააკეთა მაგალითად, საფრანგეთმა, ახლა ჯარისთვის აკეთებს აშშ, რომ ვაქცინაცია ჯარისთვის იყოს სავალდებულო. ეს უნდა იყო საზოგადოებრივი კონსენსუსის საკითხი. მე დღეს მომხრე ვიქნებოდი, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მაგალითი სხვებისათვის, იმიტომ რომ აცრაზე გადის ამ პანდემიის დასრულების გზა.

დღევანდელი ტემპით როგორც მიდის, 6-7 თვემდე სჭირდება, რომ მსოფლიოს 75% აიცრას და იმუნური ფენა ჩამოყალიბდეს. შემოდგომაზე დადგება ალბათ ბავშვების აცრის გადაწყვეტილებაც, იმიტომ რომ ამის გარეშე პანდემია ვერ დასრულდება თუ მთლიანად მოსახლეობა არ აიცრა.

რიგმა ქვეყნებმა დაიწყეს 12 წლის ზემოთ მოზარდების აცრა „ფაიზერით“ და „მოდერნათი“, ჩვენ ამჟამად „ფაიზერი“ გვაქვს. უკვე ჩვენ აცრილი გვყავს 16 წლამდე ბავშვი, რადგან მათ ჰქონდათ სხვადასხვა ჩვენებები.

შიდა განხილვა მიმდინარეობს და მზადდება გარკვეული წანამძღვრებები იმისი, რომ ჩვენ დავიწყოთ ეს აცრები. მაგრამ ჩვენთვის დამატებითი არგუმენტი იქნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილება, თუმცა ჩვენც შეგვიძლია ეს გავაკეთოთ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძემ, ასევე, ისაუბრა ვაქცინების მარაგზე ქვეყანაში და ბუსტერულ დოზებზე.

„საქართველოში ვაქცინების მარაგს რაც შეეხება, ვიყიდეთ მილიონი დოზა „ფაიზერი“, კიდევ ნახევარი არის აშშ-ს დონაციით, ასევე, გვაქვს „სინოფარმის“ ვაქცინა, „სინოვაკის“ მილიონი დოზა და ასი ათასი დოზა „სინოვაკი“, რომელიც გვაჩუქეს, ასევე, 140 ათას დოზამდე „ასტრაზენეკა“, სექტემბრიდან ალბათ 50 ათასი დოზა გერმანიის დახმარებით იქნება „ჯონსონი და ჯონსონის“ ვაქცინა.

აგვისტოში დავხარჯავთ დაახლოებით ნახევარ მილიონ „ფაიზერს“ და მილიონი დოზით შევხვდებით სექტემბერს. ამიტომ გთხოვთ, მეტ აქტივობას, ჩვენ თუ სექტემბრის ბოლოს ნახევარ მილიონ ადამიანს ავცრით, სექტემბრის ბოლოს სერიოზულად გავტეხავთ წელში ამ პანდემიას.

ბუსტერი აქტიურად განიხილება ბევრ ქვეყნებში და ეს ალბათ საჭირო გახდება. ეს იქნება 6-10 თვის ფარგლებში, მაგრამ დღეს არ არის ჩვენს ქვეყანაში ეს მისაღები, რადგან ჯერ ვაცალოთ ადამიანებს ორჯერადად აიცრან.

ჩემი პირადი შეხედულებით, ეს ვირუსი სეზონურ ვირუსად ჩამოყალიბდება. ჩვენ დაგვჭირდება სამწუხაროდ, დიდი ალბათობით ყოველწლიური ან წითელას მსგავსი აცრები“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

იხილეთ აგრეთვე:

✅„ჩვენი ოპონენტების რეაქცია ადასტურებს, რომ საქართველოში COVID-ის კლინიკური მართვა უკეთესია, ვიდრე ბევრ სხვა ქვეყანაში“ - თენგიზ ცერცვაძე

✅„არ მაინტერესებს არავის პირადი ამბიცია, მაინტერესებს ერთი რამ, რომ ჩემს ქვეყანას ჰყავდეს ნაკლები გარდაცვლილი პაციენტი“ - ლევან რატიანი

✅„დრამატული სიტუაციაა, ჩვენს სტაციონარში თითქმის ყველა ჟანგბადდამოკიდებულია“ - მარინა ენდელაძე