მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მესამე ტალღა შესაძლებელია თებერვლის ბოლოდან დაიწყოს“ - პაატა იმნაძე

NCDC-ის დირექტორის მოადგილე
1610527932
COVID-19

„მესამე ტალღა ძალიან ბევრ ქვეყანაშია უკვე. მაგალითად ირლანდიაში ახალი წლის პერიოდის 10 დღეში შემთხვევებმა 4-ჯერ მოიმატა, მიუხედავად იმისა, რომ იქ ჩვენზე მკაცრი შეზღუდვები იყო. ამიტომ ძალიან სიფრთხილით ვეკიდებით გახსნის საკითხს“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი თქმით, ეპიდემიოლოგები საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალღას თებერვლის ბოლოდან ელოდებიან.

„ვცდილობთ მესამე ტალღა ისევე ავიცილოთ თავიდან, როგორც ეს პირველი ტალღის დროს იყო. იმედი მაქვს, გამოგვივა. მესამე ტალღა შესაძლებელია თებერვლის ბოლოდან დაიწყოს. თუ ჩვენ ყველა დავიცავთ წესებს, იმედი მაქვს, მესამე ტალღა არ იქნება ჩვენთვის ძალიან დამანგრეველი“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

👉 ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 243 255 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 227 611 და გარდაცვლილია 2 846 ადამიანი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

გაიხსნება თუ არა ტრანსპორტი პირველი თებერვლიდან ? - ტიკარაძის განმარტება

„ამ ეტაპზე Pfizer-ის ვაქცინის 200 000 დოზა შეგვიძლია მივიღოთ“ - პაატა იმნაძე

„კოვაქს“ პლატფორმა მზად არის მოგვაწოდოს ვაქცინა სამედიცინო პერსონალისთვის“ - ჯანდაცვის მინისტრი