მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მიმდინარეობს მსჯელობა როგორც ვაქცინაციის სავალდებულოობაზე, ისე ასაკობრივ ჯგუფებზე“ - ჯანდაცვის მინისტრი

„ზაფხულში მნიშვნელოვან საჭიროებას წარმოადგენს მოქალაქეებისთვის გადაადგილებაზე შეზღუდვის მოხსნა“
1630932460
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მასწავლებლებისა და ექიმების სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ მსჯელობა მიმდინარეობს.

როგორც მან განმარტა, მისთვის პროფესიულ ჯგუფებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, რომ პრიორიტეტი 60 წელს გადაცილებული მოსახლეობის ვაქცინაციას მიენიჭოს, რადგან ამ ასაკის პირები მაღალი რისკის ჯგუფში არიან.

„მე პირადად მივემხრობი იმ ჯგუფის ვაქცინაციას, არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება მასწავლებლების, ექიმების, თუ რომელიმე სხვა პროფესიული ჯგუფი, რომელშიც არიან 60 წელს გადაცილებული ადამიანები. ამ ჯგუფის ვაქცინაცია განსაკუთრებით ეფექტურია როგორც ვირუსის გავრცელების, ასევე საწოლფონდის დაკავების კომპონენტზე და ლეტალობის მაჩვენებელზე. მე მივემხრობი, რომ ამ ჯგუფის ვაქცინაცია იყოს მაღალი პრიორიტეტი და დანარჩენ ჯგუფებს უბრალოდ განვიხილავდით.

ეს გადაწყვეტილება მიიღება არა მხოლოდ საკოორდინაციო საბჭოზე, არამედ ვაქცინაციის საბჭოზე და ჩვენ იქ ყველას გაგვაჩნია ჩვენი შეხედულება. მიმდინარეობს მხოლოდ მსჯელობა როგორც სავალდებულოობაზე, ისე ასაკობრივ ჯგუფზე“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„წლის ბოლომდე 1,7 მილიონი ადამიანი უნდა ავცრათ“ - თამარ გაბუნია

⭕ ბავშვების ვაქცინაცია რამდენიმე დღეში გადაწყდება - BBC

⭕ ბავშვებისა და მოზარდების ვაქცინაციის პოტენციური რისკები და სარგებელი - ვაქცინაციისა და იმუნიზაციის გაერთიანებული კომიტეტი