მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მომდევნო კვირის ბოლოსკენ გარდაცვლილთა მაჩვენებელი შემცირდება“ - ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი
1630907561
COVID-19

„ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება ისევ საყურადღებო რჩება“, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

„ინფიცირების მაღალ მაჩვენებელს, 2-3 კვირის შემდეგ მოჰყვება გარდაცვალების მაღალი მაჩვენებელი, სწორედ ამიტომ ვამბობდით, რომ აგვისტოს ბოლო, სექტემბრის პირველი კვირა იქნებოდა ამ მხრივ ყველაზე მაღალი და ველოდებოდით გარდაცვლილების მაღალ მაჩვენებელს.

ვფიქრობთ, მომდევნო კვირის ბოლოსკენ ეს მაჩვენებელი შემცირდება, ვინაიდან გადაივლის ეს 2-3-კვირიანი ინტერვალი ინფიცირებულების პიკსა და გარდაცვალების პიკს შორის“, - აცხადებს ივანე ჩხაიძე.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევების უდიდესი ნაწილი არავაქცინირებულ პირებში ფიქსირდება“

👉 „გარდაცვალების ასეთი მაღალი მაჩვენებელი ნიშნავს იმას, რომ ჯანდაცვას ყველა რგოლში დიდი პრობლემაა“

👉„საქართველო რომ სრულად ვაქცინირებული ქვეყანა იყოს, 70-80 გარდაცვალების ნაცვლად 5-6 გარდაცვალება გვექნებოდა “