მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევების უდიდესი ნაწილი არავაქცინირებულ პირებში ფიქსირდება“ - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე
1630660080
COVID-19

„კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევების უდიდესი ნაწილი არავაქცინირებულ პირებში ფიქსირდება“, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ჰოსპიტალში მოხვედრილი პაციენტების უდიდესი ნაწილი არის აუცრელი, ასევე, გარდაცვალების უდიდესი ნაწილიც არის არავაქცინირებულ პირებში.

„გარდაცვალების შემთხვევები დომინანტური ისევ მაღალ ასაკობრივ ჯგუფში რჩება 70 წლის ზემოთ. სხვა ასაკობრივ ჯგუფებში კი, გარდაცვალების შემთხვევები ერთეულია. მსგავსი იყო გასული ტალღების პერიოდშიც.

ერთ-ერთი საყურადღებო ფაქტორი, რაც გარდაცვალებასთან მიმართებაში სახელდება არის, ასევე, კლინიკაში დროული მომართვიანობა, რისთვისაც პირველადი ჯანდაცვის ექიმები აქტიურად მუშაობენ და როგორც კი პირველივე საგანგაშო ნიშნებს შეამჩნევენ მაშინვე ხდება პაციენტის გადამისამართება.

ჰოსპიტალში მოხვედრილი პაციენტების უდიდესი ნაწილი და გარდაცვლილი პაციენტების უმეტესობა არავაქცირებულ იყო“, - აცხადებს თამარ გაბუნია.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

⭕ „დელტა შტამი ნიშნავს იმას, რომ ვირუსი თითქმის აუცილებლად იქნება ჩვენი ცხოვრების მუდმივი ნაწილი“ - ზაზა წერეთელი

„საქართველო რომ სრულად ვაქცინირებული ქვეყანა იყოს, 70-80 გარდაცვალების ნაცვლად 5-6 გარდაცვალება გვექნებოდა “ - თენგიზ ცერცვაძე

⭕ „ვაქცინის ორი დოზის მიღება თითქმის ანახევრებს იმის ალბათობას, რომ კოვიდის გადატანის შემდეგ დაგრჩეთ ე.წ ხანგრძლივი კოვიდის სიმპტომები“