მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა 87 მილიონს გადააჭარბა

გლობალიზაცია კორონა
1609958576
COVID-19

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა 87 მილიონს გადააჭარბა და 87 266 424 შეადგინა. 

worldometers-ს სტატისტიკური მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსისგან 62 843 907 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 1 883 840 გარდაიცვალა.

ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ისევ აშშ-ში ფიქსირდება, 21 650 760 დადასტურებული შემთხვევით.

ვირუსის გავრცელების მასშტაბით, მსოფლიოში მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, სადაც ინფექციის 10 388 061 შემთხვევაა დადასტურებული.

მესამე ადგილზეა ბრაზილია 7 825 616 დადასტურებული შემთხვევით. მეოთხე ადგილს რუსეთი იკავებს, სადაც კორონავირუსის 3 308 601.

👉 ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

👉 ვირუსის დადასტურებიდან 3 თვეში ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომ კოვიდ-19 გადამდებია.

👉 მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔆ბათუმში კორონავირუსით 22 წლის გოგო გარდაიცვალა

🔆„გინდა მორწმუნე იყოს, გინდა ურწმუნო პირბადის ტარება ყველასთვის საჭიროა“ - პაატა იმნაძე

🔆თამარ გაბუნია: ქვეყანაში ვირუსის გავრცელება ჯერ კიდევ ინტენსიურია