მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

NDI: გამოკითხულთა 47% კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებაზე უარს ამბობს

ვაქცინის გაკეთების შესახებ კვლევა
1628757690
COVID-19

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, საქართველოში გამოკითხულთა 47% ამბობს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას არ გაიკეთებს, ვაქცინის გაკეთებაზე თანახმაა 35%. 7% აცხადებს, რომ უკვე აცრილია, ხოლო 11%-მა არ იცის.

რაც შეეხება მიზეზს:

47% ამბობს, რომ ვაქცინის ხარისხს არ ენდობა

⭕ 20% აცხადებს, რომ ვერ აიცრება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემის გამო

13% ფიქრობს, რომ პანდემიასთან გამკლავება ვაქცინაციის გარეშეც შესაძლებელია

7%-ის აზრით ვაქცინაციას სინამდვილეში სხვა მიზნები აქვს

2% ამბობს, რომ ზოგადად ვაქცინების წინააღმდეგია

⭕ 5% სხვა მიზეზს ასახელებს

⭕ 5% კი ამბობს რომ არ იცის

ამავე კვლევის თანახმად, ვაქცინის მოწინააღმდეგეთა რაოდენობა ჭარბობს ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებში.

ინფორმაციისთვის, აღნიშნულ კვლევაში წარმოდგენილია 2021 წლის ივლისის მონაცემები.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 NDI: გამოკითხულთა 39% კახა კალაძის საქმიანობას დადებითად აფასებს

👉 NDI: 51% არც ერთი პარტია, 18% „ქართული ოცნება“, 6% „ნაციონალურ მოძრაობა“