მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

NDI: 51% არც ერთი პარტია, 18% „ქართული ოცნება“, 6% „ნაციონალურ მოძრაობა“

NDI

„მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის ან არ ასახელებს პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას“, – ამის შესახებ ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევაშია ნათქვამი.

კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს

🔴 51-% - არც ერთი პარტია

🔴 30%-მა პროცენტმა კონკრეტული პარტია დაასახელა

🔴 19% - არ იცის ან უარი განაცხადა პასუხზე

მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომი პარტია

🔴 18% -„ქართული ოცნება“

🔴 6% - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“

🔴 6% - სხვა პარტიები

🔴 10% - არ იცის

🔴 9% - პასუხზე უარი განაცხადა

რაც შეეხება არჩევნებში მონაწილეობის საკითხს, კითხვაზე – ხვალ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყოს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას

🔴 61-% - მიიღებდა მონაწილეობას

🔴 18% - ალბათ მიიღებდა

🔴 10% - ნამდვილად არ მიიღებდა მონაწილეობას

🔴 6% - ალბათ არ მიიღებდა

2020 წლის აგვისტოსთან შედარებით, 10 პროცენტით არის შემცირებული იმ რესპონდენტთა მაჩვენებელი, რომლებიც აცხადებდნენ, რომ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებდნენ.

NDI-ს ინფორმაციით, აღნიშნული კვლევა 13-25 ივლისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,016 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.3 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

იხილეთ აგრეთვე:

✅NDI: გამოკითხულთა 39% კახა კალაძის საქმიანობას დადებითად აფასებს

✅NDI: გამოკითხულთა 47% კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებაზე უარს ამბობს