მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

NDI: გამოკითხულთა 39% კახა კალაძის საქმიანობას დადებითად აფასებს

ენდიაის კვლევა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, თბილისის მერის კახა კალაძის საქმიანობას გამოკითხულთა 39% დადებითად აფასებს.

NDI-ს კითხვაზე, როგორ შეაფასებდით შემდეგი ინსტიტუტების საქმიანობას? გამოკითხული პირების პასუხები პროცენტულად შემდეგნაირად გადანაწილდა:

თბილისის მერის საქმიანობასთან დაკავშირებით ხმების გადანაწილება:

✅ 39% - კარგად აფასებს

✅ 29% - საშუალოდ

✅ 25% - ცუდად

✅ 5% - ამბობს, რომ არ იცის

✅ 2% - უარს აცხადებს პასუხზე

დედაქალაქს გარეთ, საკრებულოების საქმიანობა:

26% დადებითად აფასებს

✅ 34% საშუალოდ

✅ 29% ცუდად

✅ 9% ამბობს, რომ არ იცის

✅ 1% პასუხზე უარს ამბობს

თბილისის საკრებულოს საქმიანობა:

✅ 17% მიიჩნევს, რომ თბილისის საკრებულოს საქმიანობა კარგია

✅ 29% ცუდად აფასებს

✅ 29% საშუალოდ

✅ 23%-მა არ იცის

✅ 2% კი უარს აცხადებს პასუხზე

რაც შეეხება საკანონმდებლო ორგანოს:

✅ 10% პარლამენტის საქმიანობას დადებითად აფასებს

✅ 3% საშუალოდ

✅ 47% ცუდად

✅ 7% ამბობს, რომ არ იცის

✅ 2% უარს ამბობს პასუხზე

ამავე თემაზე:

✔️ NDI: გამოკითხულთა 47% კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებაზე უარს ამბობს