მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნეკრესის მიტროპოლიტი კორონავირუსის მძიმე ფორმით რეანიმაციაში გადაიყვანეს

ნეკრესის მიტროპოლიტი
1631470137
COVID-19

ნეკრესის მიტროპოლიტი, მეუფე სერგი (ჩეკურიშვილი) კორონავირუსის მძიმე ფორმის გამო რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალი „კარიბჭე“ ავრცელებს.

ამავე ინფორმაციით, მეუფეს ცოტა ხნის წინ ოპერაციული ჩარევა დასჭირდა და იგი კორონავირუსით პოსტოპერაციულ პერიოდში ინფიცირდა.

ამჟამად მეუფე ბოჭორიშვილის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და ინტუბირებულია.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „საუბარი იმაზე, რომ ვაქცინაში თხევადი კრისტალია, რომლის საშუალებითაც გვმართავენ, არაკომპეტენტური განცხადებაა“ - მეუფე ნიკოლოზი

⭕ „უნდა დავემორჩილოთ ექიმების მოწოდებას“ - მეუფე დიმიტრი ვაქცინაციაზე

⭕ „ვაქცინას კავშირი არ აქვს ანტიქრისტეს ბეჭედთან, ის გვიცავს კოვიდ ინფექციისაგან და სწორედ ეს არის ყველაზე დიდი იარაღი ამ ვირუსთან ბრძოლაში“ - მეუფე საბა (ვიდეო)