მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნოვოვაქსის“ ვაქცინამ  90%-ზე მეტი ეფექტიანობა აჩვენა

ნოვოვაქსის“ ვაქცინამ  90%-ზე მეტი ეფექტიანობა აჩვენა
1623703144
COVID-19

„ნოვოვაქსის“ ვაქცინამ 90%-ზე მეტი ეფექტიანობა აჩვენა, - ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

კომპანიის განცხადებით, ვაქცინა ეფექტურია კორონავირუსის ახალი ვარიანტების მიმართაც. აშშ-სა და მექსიკაში 30 000 მოხალისეზე ჩატარებული ცდები ვაქცინის საგანგებო გამოყენებისთვის შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის საშუალებას იძლევა.

„პროტეინზე დამყარებული ვაქცინა 93-პროცენტიანი ეფექტიანობით გამოირჩევა ე.წ. ბრიტანული, ბრაზილიური, სამხრეთ აფრიკული და ინდურ შტამების მიმართ. ვაქცინა 91%-ით ეფექტური იყო მძიმე ინფექციის მაღალი რისკის მქონე ადამიანებში და 100%-ით ეფექტური საშუალო სიმძიმის მდგომარეობაში.

გარდა ამისა, ვაქცინამ 70-პროცენტიანი ეფექტიანობა აჩვენა ვირუსის იმ ვარიანტების მიმართ, რომელთა იდენტიფიცირება კომპანიამ ვერ შეძლო“, - აცხადებს გრეგორი გლენი.

მისი თქმით, ვაქცინის გვერდითი ეფექტებია: თავის ტკივილი, სისუსტე და კუნთების ტკივილი.

ცნობისთვის, 2021 წლის მესამე კვარტალისთვის კომპანია ვაქცინის 100 მილიონი დოზის, ხოლო მეოთხე კვარტალისთვის 150 მილიონი დოზის წარმოებას შეძლებს.

შეგახსენებთ, რომ ივლისი-ოქტომბრის პერიოდში ქვეყანა ვაქცინის 3 მილიონ 200 000-ზე მეტ დოზას მიიღებს. ეს იქნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ვაქცინები, კერძოდ „ფაიზერის“, „სინოფარმის“, „სინოვაკის“, „ნოვავაქსის“ და „ჯონსონის-ენდ- ჯონსონის“ ვაქცინები.