მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნუთუ ადამიანის სიცოცხლეზე მეტია ქორწილებში ამოყორილი მუცელი“ - ნანა გეგეჭკორი

ექიმი ნანა გეგეჭკორი
1627380029
COVID-19

„ამ წუთებში, საქართველოს ჰოსპიტლებში, რამდენიმე ისეთი პაციენტი ებრძვის სიკვდილს, რომელთაც არანაირი რისკის ფაქტორები არ ჰქონდათ, ასაკითაც 40 წელს ქვემოთ არიან, გვყავს გარდაცვლილი ბავშვები, ნუთუ ეს მსხვერპლი საკმარისი არ არის?“, - ამის შესახებ აშშ-ში მოღვაწე ექიმი ნანა გეგეჭკორი გაუარესებულ ეპიდვითარებასთან დაკავშირებით წერს.

ექიმის თქმით, კოვიდი გრიპი არ არის, ის მულტისისტემური დაავადებაა.

ამასთან, ნანა გეგეჭკორი ანტივაქსერებს მიმართავს.

„საქართველოს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კოვიდთან მიმართებით დღითი დღე დრამატული ხდება. ჩახედული ვარ ჰოსპიტალური სექტორის პრობლემებში და ამ პირობებში ავადმყოფობისთვის საკუთარი თავის და სხვების გაწირვა ნამდვილი უგუნურობაა.

იქნებ როგორღაც დავიჯეროთ, კოვიდი არ არის გრიპი. კოვიდი ნამდვილად რთული, მულტისისტემური დაავადებაა. ამ წუთებში, საქართველოს ჰოსპიტლებში, რამდენიმე ისეთი პაციენტი ებრძვის სიკვდილს, რომელთაც არანაირი რისკის ფაქტორები არ ჰქონდათ, ასაკითაც 40 წელს ქვემოთ არიან. უკვე გვყავს გარდაცვლილი ბავშვები. ნუთუ ეს მსხვერპლი საკმარისი არ არის?

ყოველი გონიერი ქცევა რამდენიმე გადარჩენილი სიცოცხლეა. ნუთუ ადამიანის სიცოცხლეზე მეტია ქორწილებში ამოყორილი მუცლით მიღებული სიამოვნება? ნუთუ ასე რთულია გავიგოთ, ამ წუთისთვის არ არსებობს კოვიდ-სპეციფიკური მკურნალობა და ამიტომ გადარჩენის ერთადერთი საშუალება პრევენციაა. ანტივაქსერებო, ნუთუ არ გამძიმებთ იმ ადამიანების საცოდაობა, ვისაც უარი ათქმევინეთ კოვიდისგან დაცვის საუკეთესო საშუალებაზე, ვაქცინაზე?

სანამ დროა, იქნებ მეტად გავუფრთხილდეთ სიცოცხლეს. უპასუხისმგებლო საქციელის ფასი ადამიანების, მათ შორის ბავშვების სიცოცხლეა დღეს. იქნებ როგორღაც გავუსწოროთ თვალი ტრაგედიას რაც ჩვენს ირგვლივ ტრიალებს...

აიცერით, დაიცავით დისტანცია, სწორად ატარეთ პირბადე, დაიცავით ჰიგიენის წესები, შეწყვიტეთ პრევენციის წესების უგულებელყოფით გამართული დიდი თავყრილობები. გამოიჩინეთ მეტი პასუხისმგებლობა, გთხოვთ“, - წერს ნანა გეგეჭკორი.

ამავე თემაზე:

🔴 ორსულების აცრა „ფაიზერით“ შეიძლება - პაატა იმნაძე

🔴 „ჭრელო პეპელას ვარიანტია, 1 წელი მესმოდა რატომ არის შეზღუდვებიო?“ - პაატა იმნაძე

🔴 არსებობს თუ არა ქართული შტამი? - ამირან გამყრელიძის განმარტება

🔴 3 666 ინფიცირება, 1 335 გამოჯანმრთელება, 17 გარდაცვალება - ეპიდვითარება საქართველოში