მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არსებობს თუ არა ქართული შტამი? - ამირან გამყრელიძის განმარტება

ამირან გამყრელიძე
1627372574
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განმარტებით, კორონავირუსის ქართული შტამი არ არსებობს.

მისი თქმით, ისრაელში საქართველოდან ჩასული მოქალაქეების შემთხვევაში დადასტურებული შტამი დელტას ქვეშტამია.

„არავითარი ქართული შტამი არ არსებობს. ეს არის ჩვეულებრივი დელტა ანუ ინდური შტამი. მოგეხსენებათ ვირუსები მუტაციას განიცდიან და ეს არის მისი ქვეშტამი დელტა პლუსი. ჩვენთან გაშიფრულია სეკვენირებით დელტა პლუსის 2 შემთხვევა“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, შესაძლოა ითქვას, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების 40-50 პროცენტი უკვე დელტა შტამით არის გამოწვეული.

შეგახსენებთ, რომ ისრაელში დელტა პლუს შტამი საქართველოდან ჩასულ პირებს დაუფიქსირდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „კორონავირუსის დელტა ვარიანტი ყველაზე სწრაფი და საშიში ვერსიაა“ - ექსპერტები

👉 „გააშუქეთ და გაგვაგებინეთ ვინ დაკარგა დედა, მამა, მეუღლე, ძმა, და ... “ - კულუმბეგოვი მედიას მიმართავს

👉 „დელტა შტამს გავუღეთ კარი და ვუთხარი, აი, მობრძანდი“ - ზაზა წერეთელი