მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპირებულ აფხაზეთს რუსეთი ვაქცინას აღარ მიაწვდის?

სპუტნიკით ვაქცინაცია დაიწყო ცხინვალში
1626435674
COVID-19

„არაოფიციალური მონაცემებით, ჩვენ უარი გვითხრეს Sputnik V-ის ვაქცინის მოწოდებაზე”, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის „ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ“ ალხას ჯინჯოლიამ განაცხადა.

მისი თქმით, აფხაზებმა კოვიდვაქცინის მისაღებად ალტერნატიული გზები უნდა ეძებონ, მათ შორის, მიმართო საერთაშორისო ორგანიზაციებს.

ჯინჯოლიამ მოუწოდა საერთაშორისო ორგანიზაციებს არ გააკრიტიკონ და გაიხსენა, რომ გასულ წელს ისინი ოკუპირებულ რეგიონს პირადი დაცვისა და სადეზინფექციო საშუალებებით დაეხმარნენ.

„ჩვენ მათ მადლობა გადავუხადეთ და საკმაოდ დიდხანს გავძელით ამ საშუალებებით”, - აღნიშნა დეპუტატმა, რომელიც გეგმავს საერთაშორისო ორგანიზაციებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების მისაღებად მიმართოს.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის წინააღმდეგ რუსული ვაქცინით, Sputnik V-ით აცრა მიმდინარე წლის 11 მაისს დაიწყო.

ბოლო მონაცემებით, ოკუპირებულ რეგიონში სრულად ვაცქინირებულია 4047 ადამიანი.