მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პაატა იმნაძე: ახალი შტამით ინფიცირებულ პაციენტს მოგზაურობის ისტორია არ აქვს

NCDC-ის დირექტორის მოადგილე
1609834618
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირებულ პაციენტს საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია არ აქვს. 

„პაციენტს მოგზაურობის ისტორია არ ჰქონია. იმის შემდეგ, რაც გამოქვეყნდა ინფორმაცია ბრიტანეთში ახალი შტამის გამოვლენის შესახებ, ჩვენ ვნახეთ ყველა დადასტურებული შემთხვევის ნიმუში, რაც არის საქართველოში და გამოვარჩიეთ სამი შემთხვევა, რომელთაგან ერთზე დადასტურდა, რომ არის ახალი შტამით ინფიცირება. აღნიშნული შემთხვევა გამოვლინდა დეკემბრის მეორე ნახევარში“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

მისი თქმით, ინფიცირებულ პაციენტთან მყოფი პირები იზოლაციიდან უკვე მოხსნილი არიან, რადგან შესაბამისი დრო გასულია.

„ინფიცირებულ პაციენტს კონტაქტი ჰქონდა პირთან, რომელიც უკვე აღარ იმყოფება საქართველოში, თუმცა მოძიებულია მისი ნიმუში და მიმდინარეობს მისი სეკვენსების შესწავლა“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

როგორც მან განმარტა, ახალი შტამით ინფიცირების დადასტურება უკვე არსებული PCR და ანტიგენის ტესტებით შესაძლებელია.

პაატა იმნაძის თქმით, არსებული მონაცემებით, ახალი შტამის წინააღმდეგ სხვა ვაქცინის შექმნა საჭირო არ იქნება.

👉 ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირების შემთხვევა 4 იანვარს დადასტურდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

👉 „კორონავირუსის ახალი შტამით 19 წლამდე პირები და ბავშვები ინფიცირდებიან“ - ზაზა წერეთელი

👉 ვაქცინირებული ადამიანი იქნება თუ არა დაცული კორონავირუსის ახალი შტამისგან - ცერცვაძის განმარტება