მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პაატა იმნაძე: ექიმების მესამედზე მეტი აცრილია

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე
1621705795
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ექიმების ვაქცინაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ექიმების მესამედზე მეტი აცრილია.

„ბევრს რომ ლაპარაკობენ, ექიმების მოცვა ცუდიაო, ჩვენ გვაქვს მონაცემები, ექიმების მესამედზე მეტია უკვე აცრილი.

რა თქმა უნდა, მეტი რომ ყოფილიყო გამიხარდებოდა, მაგრამ ქვეყანაში ექიმების მესამედზე მეტი უკვე აცრილია.

სამწუხაროდ, ექთნებში არის ძალიან დაბალი მოცვა, კიდევ უფრო დაბალი მოცვა არის დაბალ სამედიცინო პერსონალში. აქედან გამომდინარე, ვერ ვიტყვი, რომ ექიმები არ აქტიურობენ“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.