მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პაატა იმნაძე რეინფიცირების შემთხვევებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე
1618311651
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე კორონავირუსით რეინფიცირების შემთხვევების შესახებ საუბრობს და განმარტებას აკეთებს.

იმნაძის თქმით, რეინფიცირების დადგენა არ არის მარტივი საკითხი, რადგან გენეტიკური ანალიზების შედარება უნდა მოხდეს.

„ახლა 19 შემთხვევაა კვლევაში. არ არის ამის დადასტურება მარტივი, იმიტომ რომ ორივე შტამი უნდა იყოს, მათი გენეტიკური ანალიზი უნდა გაკეთდეს და მოხდეს შედარება.

ჯერჯერობით რაც არის დადასტურებული, შეცვლილია შტამი, ოღონდ ეს არ არის ახალი შტამი. ერთი ადამიანიდან მეორე ადამიანზე, რომ გადადის რაღაც პატარა რამ იცვლება, რთულია ახსნა, „სნიპები“ ჰქვია მაგას, სწორედ ეს „სნიპები“ იცვლება. იმით დგინდება, როცა შეცვლილია და არ არის იგივე. სულ ასეთი 100-მდე შემთხვევაა“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

ამავე თემაზე:

✔️ ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეებისთვის კარანტინის წესზე მსჯელობა მიმდინარეობს

✔️ „ახალი შტამების გამო იზრდება რეინფიცირების შემთხვევები“ - ამირან გამყრელიძე