მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ახალი შტამების გამო იზრდება რეინფიცირების შემთხვევები“ - ამირან გამყრელიძე

NCDC-ის დირექტორი 2020
1618310839
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში კორონავირუსით განმეორებით ინფიცირების მაჩვენებელი იმატებს.

მისი თქმით, რეინფიცირების შემთხვევებმა ახალი შტამების გავრცელების გამო მოიმატა.

„სამწუხაროდ, როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში, რეინფიცირების მაჩვენებელი იზრდება. ამიტომ გზავნილი არის ის, რომ თუ გადავიტანდი ინფექციას და გარანტირებული იყო, რომ მეორედ არ შემხვდებოდა, ახლა ასე აღარ არის.

იმის გამო, რომ ჩნდება ახალი შტამები, რომელთაგან წამყვანი არის ბრიტანული შტამი, ამის გამო რეინფიცირების შემთხვევები იზრდება, როგორც ჩვენთან, ისე ყველგან“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში რეინფიცირების ათეულობით შემთხვევაა დაფიქსირებული.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის 290 129 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 278 251 და გარდაცვლილია 3 894 ადამიანი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეებისთვის კარანტინის წესზე მსჯელობა მიმდინარეობს

ლადო კახაძე: საავადმყოფოს პალატაში წევს დედამიწა

„ვფიქრობთ რომ ივლისიდან შესაძლებელი იქნება, მეტად ფართო ჯგუფების ვაქცინაცია“- თამარ გაბუნია