მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მიუღწეველ ციფრად გვეჩვენებოდა, მაგრამ 26 ათასამდე ადამიანი ვაქცინაციის კაბინეტში მივიდა“ - ივანე ჩხაიძე

ივანე ჩხაიძე
1628764719
COVID-19

იმუნიზაციის მრჩეველთა ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის განცხადებით, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი არ იკეთებს ვაქცინას, იმიტომ რომ ბევრ კითხვაზე პასუხი არ აქვთ.

როგორც ჩხაიძემ აღნიშნა, ბოლო 24 საათში თითქმის 26 ათასამდე ადამიანმა მიაკითხა ვაქცინაციის კაბინეტს და ამ მაჩვენებლის გაზრდა კიდევ შეიძლება.

ამასთან, ჩხაიძის თქმით, ქვეყანაში კატასტროფული ეპიდვითარებაა და ამ ეტაპზე ოპტიმიზმის არანაირი საფუძველი არ არსებობს. სწორედ ამიტომ, ივანე ჩხაიძე მიიჩნევს, რომ ქვეყანას სარეზერვო გეგმა უნდა ჰქონდეს.

„მოსახლეობის არცთუ ისე მცირე ნაწილი არ იკეთებს ვაქცინას იმიტომ რომ ყველა კითხვაზე პასუხი არ აქვთ. ეს არის თავის შეკავების მთავარი მიზეზი. ერთი რამ მინდა აღვნიშნო. არაფერი დაგვიანებული არ არის. წინ ძალიან მძიმე პერიოდი გველის.

აუცილებლად უნდა გავააქტიუროთ ეს კამპანია. რაც შეიძლება ბევრი ადამიანი უნდა იყოს ჩართული ამ კამპანიაში. ეს ერთი და ორი ჯგუფი ვერ მოახერხებს, ეს ყველას საქმეა.

ბოლო 24 საათში 25 933 ვაქცინირებული ადამიანი, რამდენიმე კვირის წინ მიუღწეველ ციფრად გვეჩვენებოდა, მაგრამ მივაღწიეთ იმას, რომ თითქმის 26 ათასი ადამიანი მივიდა ვაქცინაციის კაბინეტებში. ამის გაზრდა კიდევ მეტად შეიძლება. ოპტიმიზმის საფუძველი არის ვაქცინირებულთა რაოდენობა. ეპიდემიოლოგიური მონაცემებით სრული კატასტროფაა, არანაირი ოპტიმიზმი ამ მხრივ არ გვაქვს, არანაირად არ ველოდებით, რომ ხვალ და ზეგ რაოდენობა შემცირდება, 596 თავისუფალი საწოლია ქვეყანაში სულ დარჩენილი. 800 საწოლის რეზერვი ქვეყანას გააჩნია. ქვეყანას უნდა ჰქონდეს სარეზერვო გეგმა. აგვისტოს პერიოდი ყველაზე მძიმე იქნება“, - აღნიშნა ჩხაიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

ამავე თემაზე:

✔️ „12 წელს ზემოთ ბავშვების აცრა, სავარაუდოდ, შემოდგომისთვის შესაძლებელი იქნება“ - ივანე ჩხაიძე

✔️ როგორია ვაქცინაციის ტემპი საქართველოს მეზობელ და მეგობარ ქვეყნებში?

✔️ NDI: გამოკითხულთა 47% კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებაზე უარს ამბობს