მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ფაიზერის“ შემოსვლის დროს 16 წლის ზემოთ მოსახლეობა აიცრება“ - ამირან გამყრელიძე

„ეპიდსიტუაცია ნელი ტემპით უმჯობესდება“
1625238873
COVID-19

„ფაიზერის“ შემოსვლის დროს, 16 წლიდან მოსახლეობას ავცრით, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„სამიზნეა, რომ ივლისში დღის განმავლობაში თანდათანობით ავიდნენ 20 000-დან 25 000-მდე აცრაზე დღის განმავლობაში. „ფაიზერს“ აქვს დაშვება 16 წლიდან, დღეს ყველა სხვა ვაქცინით იცრება 18 წელს ზემოთ მოსახლეობა, ამიტომ, ჩვენთანაც შევა ცვლილება, „ფაიზერის“ შემოსვლის დროს 16 წლის ზემოთ, მოსახლეობა აიცრება. რაც შეეხება შემდგომ გადაწყვეტილებებს, რასაც ზოგიერთი ქვეყანა „ფაიზერთან“ მიმართებით ახორციელებს, მოზარდების აცრებს, ამაზე დაველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 ფაიზერიც ეტაპობრივად დაიწყებს ივლისიდან მოწოდებას

👉 „მილიონი დოზა ვაქცინა იქნება საფუძველი მასობრივი იმუნიზაციის დაწყების“

👉 „მასობრივი ვაქცინაციის პროცესში „ფაიზერის“ ვაქცინაც ჩაერთვება“