მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ფაიზერის“ სრულად ვაქცინაციიდან მისი ეფექტიანობა რამდენიმე თვეში მცირდება - კვლევა

ფაიზერის საბოლოო ლიცენზირება
1633638540
COVID-19

ჩატარებული კვლევების საფუძველზე, რომელიც ბოლო დღეებში გამოქვეყნდა, ადასტურებენ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა „ფაიზერის“ სრული ვაქცინაციიდან ორი თვის შემდეგ მისი ეფექტიანობის დონე იკლებს, მიუხედავად იმისა, რომ ის გვიცავს მძიმე დაავადებისაგან და რჩება ძლიერი ჰოსპიტალიზაციისა და ლეტალური შემთხვევების წინააღმდეგ საბრძოლველად.

აღნიშნული კვლევები, ჩატარდა ისრაელში და გამოქვეყნებულია New England Journal of Medicine–ში. ეს ადასტურებს, რომ სრულად აცრილ ადამიანებსაც კი სჭირდებათ ინფექციის საწინააღმდეგო სიფრთხილის ზომების მიღება.

ისრაელის კვლევების მიხედვით შეისწავლეს 4800 სამედიცინო პირი და დადგინდა, რომ ვაქცინის ორი დოზის შემდეგ ანტისხეულების დონე სწრაფად იკლებს, განსაკუთრებით მამაკაცებში (65 წელზე უფროსი ასაკის პირებში).

„ჩვენ ჩავატარეთ ეს პერსპექტიული კვლევა, რომელშიც მონაწილეობდნენ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ისრაელის ერთ-ერთი დიდი „შებას“ სამედიცინო ცენტრიდან“,- აღნიშნავს ამავე კლინიკის ექიმი გილი რეგევ-იოჩაი.

მკვლევარებმა აღნიშნეს, რომ ეგრეთ წოდებული გამანეიტრალებელი ანტისხეულების დონე - იმუნური სისტემის პირველი ხაზი - უკავშირდება ინფექციისგან დაცვას, მაგრამ ამ კვლევისთვის მათ შეისწავლეს მხოლოდ ანტისხეულების დონე.

„ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ „ფაიზერის“ ვაქცინაციიდან რამდენიმე თვის განმავლობაში ანტისხეულების სწრაფი შემცირება დაფიქსირდა“.

კვლევამ, ასევე, აჩვენა, რომ ვინც ვირუსით დაინფიცირდა (აცრილი) და გამოჯანმრთელების შემდეგ Covid 19-ის ვაქცინით აიცრა, ამ ადამიანების იმუნიტეტი უფრო მაღალია, თუმცა, განსაკუთრებით უფრო ძლიერია იმ პირთა იმუნიტეტი, ვინც ინფექციისგან გამოჯანმრთელდა (აუცრელი) და შემდეგ მიიღო ვაქცინაცია.

„საერთო ჯამში კვლევების შედეგად დაგროვილი მტკიცებულება აჩვენებს, რომ ადამიანები, რომლებიც არ იყვნენ აცრილნი და გადაიტანეს კორონავირუსი, მათი ჰუმორული {ანტისხეულებით განპირობებული} პასუხი აღემატებოდა სრულად ვაქცინირებულიასას“.

„ფაიზერის“ პირველი დოზის მიღების შემდეგ სწრაფად იზრდება დამცველობითი ფაქტორი, ის პიკს აღწევს მეორე დოზის მიღებიდან მომდევნო თვეებში და თანდათან მცირდება“, - წერდნენ მკვლევარები.

„ანტისხეულთა კლება მეოთხე თვის შემდეგ აჩქარდება და მომდევნო თვეებში მიაღწევს დაბალ დონეს, დაახლოებით 20%-ს, მიუხედავად ამისა, მეცნიერები აცხადებენ, რომ ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილისგან დაცვა 90%-ზე მეტი იყო.

ვაქცინირებულ პირებს, სავარაუდოდ, აქვთ სოციალური კონტაქტის უფრო მაღალი მაჩვენებელი, ვიდრე არავაქცინირებულ პირებს და, ასევე, შეიძლება ჰქონდეთ უსაფრთხოების ზომების დაბალი დაცვა. ასეთმა ქცევამ შეიძლება შეამციროს ვაქცინის ეფექტიანობა რეალურ სამყაროში.

ეს დასკვნები იმაზე მეტყველებს, რომ ვაქცინირებული მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მომდევნო თვეებში შეიძლება დაკარგოს ინფექციისგან დამცველობა და შესაძლოა, გაზარდოს ახალი ეპიდემიური ტალღების პოტენციალი“, - წერენ მკვლევარები.

გასულ თვეში „ფაიზერმა“ მიიღო აშშ–ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის ნებართვა მისი ვაქცინის გამაძლიერებელი დოზებისათვის, რომელიც ნებადართული იქნება ამავე ვაქცინის 2 დოზის მიღებიდან ექვსი თვის შემდეგ.

აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მწარმოებელი „ფაიზერის“ ვაქცინის მესამე დოზა 65 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის და დაავადების მაღალი რისკის მქონე პირებისათვის დაამტკიცა.

ისრაელი კი აცხადებს, რომ ადამიანებმა ვაქცინის მესამე გამაძლიერებელი დოზა მიიღონ. ამ ქვეყანაში სრულად აცრილად ის პირი ჩაითვლება, ვინც სამჯერადად აიცრება. შეერთებულ შტატებში, 6 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო ვაქცინის მესამე დოზა და საშუალოდ გამაძლიერებელი აცრების ტემპი მაღალია.

ამავე თემაზე:

🔴 კოვიდ თითები - ახალი გართულება კორონავირუსის შემდეგ - BBC

🔴ხანგრძლივი კოვიდი შესაძლოა, წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში გაგრძელდეს - კვლევა

🔴 „თრომბის განვითარების რისკი 200-ჯერ მეტია კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში, ვიდრე ვაქცინაციის შემდეგ“ - კვლევა

🔴 კვლევა: „ფაიზერის“ ვაქცინის შემთხვევაში 8-კვირიანი ინტერვალი ყველაზე ეფექტიანია

🔴 „ფაიზერის“ ვაქცინა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს 75 წელს გადაცილებულ ადამიანებში არ ზრდის