მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ფაიზერის“ ვაქცინების გაფუჭების რისკი სრულად მოხსნილია“ - ტიკარაძე

„ზაფხულში მნიშვნელოვან საჭიროებას წარმოადგენს მოქალაქეებისთვის გადაადგილებაზე შეზღუდვის მოხსნა“
1632485672
COVID-19

ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელი ეკატერინე ტიკარაძე ფაიზერის ვაქცინასთან დაკავშირებით აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ განცხადება ძალიან მნიშვნელოვანია.

მინისტრის თქმით, ფაიზერის ვაქცინების გაფუჭების რისკი მოხსნილია.

ამასთან, ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ვაქცინების გარკვეულ რაოდენობას, დაახლოებით, 200 ათას დოზას, ნოემბრის ბოლომდე აქვს ვადა.

„ჩვენ მათი ათვისების გარანტია გვაქვს. ამ ვაქცინის ვარგისობა 6 თვიდან 9 თვემდეა გაზრდილი. აქედან გამომდინარე, ვაქცინების გაფუჭების რისკი არც არსებობდა და დღეის მდგომარეობით სრულად მოხსნილია“, - დასძინა ეკატერინა ტიკარაძემ.

ინფორმაციისთვის, ამერიკის FDA-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვაქცინაციის ვადა ფაიზერის ვაქცინას 3 თვით გაუხანგრძლივდა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 ყველაზე ეფექტური „მოდერნას“ ვაქცინა აღმოჩნდა - გიორგი ფხაკაძე

🔴 რა შემთხვევაში უნდა აიცრან 12 წელს ზემოთ ბავშვები? - კულუმბეგოვის განმარტება

🔴 ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინით 12 778 ადამიანი აიცრა

🔴 „ვაქცინაციის კამპანია ზუსტად იმ რანგში უნდა იყოს აყვანილი, როგორიც საარჩევნო კამპანიაა“ - ბიძინა კულუმბეგოვი