მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ყველაზე ეფექტური „მოდერნას“ ვაქცინა აღმოჩნდა - გიორგი ფხაკაძე

გიორგი ფხაკაძე
1632474500
COVID-19

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ახალი კვლევის შესახებ წერ, რომელიც აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გამოაქვეყნა.

მისი თქმით, ყველაზე ეფექტური „მოდერნას“ ვაქცინა აღმოჩნდა.

„საკმაოდ საინტერესო კვლევა ამერიკიდან. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შეადარა ამერიკაში დაშვებული კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინები და აღმოჩნდა, რომ ყველაზე ეფექტური არის „მოდერნა“ - 93%, შემდეგ მოდის „ფაიზერი“ - 88% და ჯონსონის ვაქცინა - 71%.

ასევე, კვლევამ აჩვენა, რომ „მოდერნა“ უფრო „მყარი“ ვაქცინაა „ფაიზერთან“ შედარებით.

დღესდღეობით მხოლოდ „ფაიზერმა“ მიიღო სრული ავტორიზაცია 16 წლის ასაკის ზევით ადამიანებში და 12-16 წლის ასაკში - გადაუდებელი მოხმარებისთვის. მოდერნა და ჯონსონი არიან გადაუდებელი მოხმარების ვაქცინები 16 წლის ასაკიდან. მოდერნა, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში მიიღებს სრულ ავტორიზაციას ამერიკის წამლის სააგენტოდან.

რაც უფრო მეტი დრო გადის, მით მეტი მტკიცებულებები გვაქვს, რომ ფაიზერი და მოდერნა საკმაოდ კარგად უმკლავდებიან ამ ვერაგ ვირუსს.

გახსოვდეთ, რომ არც ერთი ვაქცინა არ იცავს 100%-ით და აუცილებელია:

⚫ გამოიყენოთ სამედიცინო პირბადე ნებისმიერმა ადამიანმა (აცრილმა და აუცრელმა)

⚫ დაიბანოთ ხელები ხშირად

⚫ დაიცვათ დისტანცია და აერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს

⚫ გაანიავოთ შენობები რაც შეიძლება ხშირად და, რა თქმა უნდა, აიცერით „ფაიზერით“, სანამ ის ხელმისაწვდომია

დაეხმარეთ საკუთარ თავს და დაიცავით თქვენი ახლობლები, იყავით პოზიტიურები და გაეცით სიკეთე და არა ვირუსი“, - წერს გიორგი ფხაკაძე.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 ევროპის წამლების სააგენტომ 12-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებში „მოდერნას“ გამოყენების ნებართვა გასცა

👉 „მოდერნამ“კორონავირუსის და გრიპის საწინააღმდეგო ერთიან ვაქცინაზე მუშაობა დაიწყო

👉 კორონავირუსის პანდემია შეიძლება ერთ წელიწადში დასრულდეს