მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრემიერი: უახლოესი თვეების განმავლობაში ვაქცინების დამატებით დოზებს მივიღებთ

პრემიერი
1621235877
COVID-19

„არანაირი შეფერხება ვაქცინაციის პროცესში არ იქნება და ამ უახლოესი თვეების განმავლობაში დამატებით დოზებს მივიღებთ“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ვაქცინების თაობაზე ჩვენ საკმაოდ ეფექტიანად, წარმატებულ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. უშუალოდ მწარმოებლებთან. ერთი არის კოვაქსის პლატფორმა, საიდანაც ჩვენ უკვე ავიწყეთ მიღება ვაქცინების. მეორე არის უშუალოდ, მწარმოებლებისგან მიღებული ვაქცინები.

ამის თაობაზე დეტალურად, რამდენიმე დღეში გვექნება საშუალება, რომ ქალბატონ მინისტრთან ერთად, დეტალური ინფორმაციით წარვდგეთ საზოგადოების წინაშე.

უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ, საუბარია „ფაიზერის“ დამატებითი ვაქცინების შემოტანაზე ზაფხულში, ივნის-ივლისის თვეში დაახლოებით.

ჩვენ მილიონ დოზაზე გვაქვს მოლაპარაკება. მეც უშუალოდ ვიყავი ჩართული, „ფაიზერის“ პრეზიდენტთან მქონდა არაერთი სატელეფონო ზარი

გვაქვს მოლაპარაკება ჩინური „სინოფარმის“ და სინოვაკის ქარხნებთან, დამატებითი დოზების მოწოდებასთან დაკავშირებით.

ასევე „მოდერნასთან“ და „ნოვავაქსის“ ახალი ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებით.

ამ უახლოესი თვეების განმავლობაში დამატებით დოზებს მივიღებთ. არ იქნება არანაირი შეფერხება ვაქცინაციის პროცესში“, - განაცხადა პრემიერმა.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 038 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 310 859-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 27 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 469 პირი ემსხვერპლა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 16 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.32%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.90%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.84%.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო.

ამ დროისთვის აცრისთვის „ფაიზერის“, „ასტრაზენეკასა“ და „სინოფარმის“ ვაქცინები გამოიყენება.

აგრეთვე წაიკითხეთ:👇

👉 საქართველო მსოფლიო ბანკისგან 85 მილიონ ევროს შეღავათიანი პირობებით მიიღებს