მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რატომ არის რთული კორონავირუსის მედიკამენტებით მკურნალობა? - BBC

კორონავირუსი
1620213779
COVID-19

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, ბორის ჯონსონმა, განაცხადა ანტივირუსული ჯგუფის შექმნის შესახებ, რომელიც ახალი ანტივირუსული პრეპარატების განვითარებას მოახდენს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

დაუნგ სტრიტის პრესკონფერენციაზე ჯონსონმა განაცხადა: „ამ ქვეყანაში მეცნიერთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ წელს გარკვეულ ეტაპზე კოვიდის კიდევ ერთი ტალღა იქნება.“

პრემიერ მინისტრი იმედოვნებს, რომ შემოდგომაზე უკვე მზად იქნება ანტივირუსული პრეპარატები, რაც ხელს შეუწყობს კორონავირუსის მესამე ტალღის შესუსტებას.

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ანთების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ამცირებენ კოვიდ 19–ით სიკვდილიანობის რისკს, როგორიცაა დექსამეტაზონი და ტოცილიზუმაბი, ისინი მხოლოდ იმ პაციენტებს ეძლევათ, რომლებიც კოვიდ 19–ით მძიმედ არიან ავად.

მაგრამ ჯონსონს სურს შექმნას წამლები აბების სახით, რომელთა მიღებაც შესაძლებელი იქნება სახლში, რაც თავიდან ააცილებს საზოგადოებას კორონავირუსის მძიმე გართულებასა და საავადმყოფოში მოხვედრას.

დრო სჭირდება ახალი ანტივირუსული პრეპარატების შემუშავებასა და დამტკიცებას, რადგან ამ სიახლის შექმნის და დანერგვის თანმიმდევრობა მოიცავს რთულ პროცესს, რათა გამოავლინოს ქიმიური ნაერთები, რომლებიც მიზნად ისახავს ვირუსის აღმოჩენას და შემდეგ მათი ეფექტურობისა და უსაფრთხოების შემოწმებას.

ამ მიზეზის გამო, მეცნიერები COVID 19- თან საბრძოლველად ასევე იკვლევენ და იყენებენ უკვე არსებულ წამლებს, რომლებიც დამტკიცებულია სხვა ვირუსების ან დაავადებების სამკურნალოდ.

ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებისგან განსხვავებით, რომელთა გამოყენება შესაძლებელია ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ, ერთი ტიპის ვირუსის საწინააღმდეგოდ მოქმედი წამლები იშვიათად მოქმედებს სხვა ვირუსების სამკურნალოდ, მაგალითად „რემდესივირი“, რომელიც თავდაპირველად C ჰეპატიტის სამკურნალოდ შეიქმნა, ერთ მომენტში შემოთავაზებული იყო, როგორც Covid 19– ის სამკურნალოდ, მაგრამ კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ მას კორონავირუსის წინააღმდეგ მხოლოდ შეზღუდული მოქმედება აქვს.

ფართო სპექტრის ეფექტური ანტივირუსული საშუალებების არსებობის მიზეზი არის ის, რომ ვირუსები ბევრად უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე ბაქტერიები, მათ შორის მათი გენეტიკური ინფორმაციის შენახვაში (ზოგი დნმ-ის სახით, ზოგიც რნმ-ის სახით).

ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი უნდა მოხვდეს ინფიცირებულ უჯრედებში და იმოქმედოს იმ პროცესებზე, რომლებიც აუცილებელია ადამიანის სხეულის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. გასაკვირი არ არის, რომ ეს ხშირად იწვევს ადამიანის უჯრედების დაზიანებას, რომელიც ხასიათდება გვერდითი მოვლენებით.

შეიქმნა ისეთი წამლები, რომლებიც მკურნალობენ ვირუსებს, როგორიცაა გრიპი და აივ ინფექცია. მაგრამ ახალი წამლების შექმნას დიდი დრო სჭირდება და ვირუსები სწრაფად განიცდიან მუტაციას. ასე რომ, მაშინაც კი, როდესაც პრეპარატი ვითარდება, მუდმივად განახლებად ვირუსს შეიძლება მალე განუვითარდეს წინააღმდეგობა წამლის მიმართ.

ვირუსებთან ბრძოლის კიდევ ერთი პრობლემაა ის, რომ მაგალითად, აივ ინფექცია, პაპილომავირუსი და ჰერპესი - შეიძლება გადავიდეს ძილის რეჟიმში . ამ მდგომარეობაში ინფიცირებული უჯრედები არ წარმოქმნიან ახალ ვირუსებს. ვირუსის გენეტიკური ინფორმაცია ერთადერთია, რომელიც უჯრედებშია. წამლებს, რომლებიც ხელს უშლიან ვირუსის რეპლიკაციას ან გარსს, არაფერი აქვთ გასააქტიურებელი, ამიტომ ამ შემთხვევაში ვირუსი გადარჩება.

როდესაც საძილე ვირუსი კვლავ აქტიურდება, სიმპტომები შეიძლება განმეორდეს და ამის შემდეგ საჭიროა პრეპარატით დამატებითი მკურნალობა. ეს ზრდის მედიკამენტური რეზისტენტობის განვითარების შანსს, ვინაიდან ვირუსი უფრო დიდი ხნის განმავლობაში განიცდის რეზისტენტული ვარიანტების წამლებით გამოწვეულ შერჩევას.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჯერ მხოლოდ კორონავირუსების სასიცოცხლო ციკლის გაგებას ვიწყებთ, არსებობს ნიშნები, რომ ისინი შეიძლება გაგრძელდეს დიდი ხნის განმავლობაში, განსაკუთრებით სუსტი იმუნიტეტის მქონე პაციენტებში, რის შედეგადაც წარმოიქმნება უფრო მეტი რეზისტენტული ვირუსის შტამების წარმოქმნის დამატებითი პრობლემა.

კორონავირუსის საწინააღმდეგოდ ჩატარებულმა კვლევამ მოკლე დროში დიდი გზა გაიარა, მაგრამ როდესაც ანტივირუსული დაავადებების შემუშავება ხდება, ჯერ კიდევ ბევრ კითხვაზე არის საჭირო პასუხის გაცემა. როგორც ვარაუდობენ, წლის ბოლოს მოსალოდნელია ინფექციების მეტად გავრცელება.

ინფორმაციისთვის, მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობა 154 მლნ-ს აჭარბებს. ამავე მონაცემების თანახმად, მსოფლიოში კოვიდ 19-სგან გამოჯანმრთელებულ ადამიანთა რაოდენობა 132 მლნ-ს აჭარბებს, ხოლო გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 3 მლნ-ს აღემატება (3,241,462).

იხილეთ აგრეთვე:

✅როდის უნდა ველოდოთ საქართველოში „ნოვავაქსისა“ და „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინებს?

✅ევროკავშირის მარეგულირებელი სინოვაკის ვაქცინის განხილვას იწყებს

✅ჯანმოს კვლევებით დადგინდა, რომ „სინოფარმის“ ეფექტურობა 78-91%-ია

✅ზაზა წერეთელი: შევძლებთ თუ არა ევროპაში მოგზაურობას იმ შემთხვევაში, თუ ჩინური ვაქცინით ავიცრებით?