მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რატომ დაგვიანდა ორსულთა აცრა - ამირან გამყრელიძის განმარტება

ორსული ქალის გასინჯვა
1629457660
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში კოვიდ 19-ს 8 ორსული ემსხვერპლა, ხოლო მე-9 შემთხვევა შესწავლის სტადიაშია.

ამირან გამყრელიძემ იმ მიზეზებზე ისაუბრა, თუ რა გახდა ორსულთა ვაქცინაციის დაგვიანების მიზეზი.

„კოვიდის პერიოდში ორსულთა გარდაცვალების შემთხვევებმა მოიმატა, საქართველოში ორსულთა გარდაცვალების 8 შემთხვევაა, ხოლო მე-9 შესწავლის სტადიაშია. რატომ დაგვიანდა ორსულთა აცრა? ორსულთა აცრები დღესდღეობით დაშვებულია მხოლოდ სამი ვაქცინით ფაიზერი, მოდერნა, ასტრაზენეკა და იქაც გაფრთხილებაა, რომ უნდა იყოს შეთანხმება, ორსულს, ექიმს და ოჯახს შორის.

ორსულს უნდა აეხსნას კარგად, რომ სწორედ აცრა იცავს ორსულს. ჩინურ ვაქცინებს ჯერჯერობით, მიუხედავად იმისა, რომ ინაქტივირებული ვაქცინებია, უწერიათ რომ კვლევები არ არის ჩატარებული და წინააღმდეგ ჩვენებაშია. ამიტომ ჩვენ ვერ ავცრიდით ორსულებს ჩინური ვაქცინით.

ფაიზერის მნიშვნელოვანი დოზები შემოვიდა ქვეყანაში ივლისში, ამიტომაც ჩვენ ვერ დავიწყეთ ორსულთა აცრები. ასტრაზენეკაზე იცით, რომ ქვეყანაში დაწესებულია ასაკობრივი ზღვარი, 45 წელს ზემოთ ანუ რეპროდუქციული ასაკის ზედა ზღვარი. ამიტომაც ეს არის ორი ფაქტორი თუ რატომ დაიწყო გვიან. სამწუხაროდ, ბევრი ჩემი კოლეგა არ ურჩევდა და არ ურჩევს ორსულებს აცრას. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ორსულებს, რომ აუცილებელია მათი აცრა“, - აცხადებს ამირან გამყრელიძე.

ამასთან, გამყრელიძის თქმით, პანდემია ვაქცინაციის გარეშე ვერ დამარცხდება.

„შეიძლება შემცირდეს ციფრები, მაგრამ არ ჩამოვა იმ მაჩვენებლამდე, რომელიც ჩვენ გვინდა, არც ახალი შემთხვევები და არც სიკვდილიანობა. თუ ჩვენ ყველა ავიცრებით, თუ ავედით 80%-ზე, ეს კიდევ უკეთესი იქნება, მაშინ ვნახავთ, რომ კოვიდით დაღუპული საერთოდ არ იქნება ქვეყანაში ან ეს იქნება ერთეული. აცრილს შეიძლება დაემართოს ინფექცია, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში ძალიან მსუბუქად გადაიტანს“, - დასძინა გამყრელიძემ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

👉 „დღეს წავაგეთ ბრძოლა, მაგრამ ომი ჯერ არ წაგვიგია“ - გიორგი ფხაკაძე

👉 „ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთება ნაადრევია“ - გაბუნია ეპიდსიტუაციაზე

👉 „კოვიდინფიცირების დამძიმებული ფორმების შემთხვევაში არაფრით არ შეიძლება ბევრი სითხის მიღება“ - დავით გადელია