მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რეანიმაციაში მყოფი ყველა პაციენტი არავაქცინირებულია“ - ლევან გოფოძე

რესპუბლიკური კლინიკის დირექტორი 2020
1635876611
COVID-19

„რეანიმაციაში მყოფი ყველა პაციენტი არავაქცინირებულია“, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ექიმმა ლევან გოფოძემ „იმედის ეთერში“ განაცხადა.

მისი თქმით, გარკვეული ჯგუფისათვის ვაქცინაცია სავალდებულო უნდა გახდეს.

ლევან გოგოძე, აგრეთვე, ამბობს, რომ ინფიცირების 4000-ზე მეტი შემთხვევა საქართველოსნაირი პატარა ქვეყნისთვის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

„ერთადერთი, ყველაზე ეფექტური საშუალება დაავადების პრევენციის არის ვაქცინაცია. დღეში 30 ათასის ნაცვლად, 3-5 ათასი ვაქცინირებული, ძალიან დაბალი მაჩვენებელია, ამიტომ უნდა ვეცადოთ, რომ ეს პროცესი გავააქტიუროთ. რაც მეტი ვაქცინირებულია, მით ნაკლებია მძიმე პაციენტების რაოდენობა.

ჩვენი კლინიკის მაგალითზე გეტყვით, 70 პაციენტიდან, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს, არცერთი არ არის ვაქცინირებული. ყველა მძიმე შემთხვევა, რომელიც მკურნალობს კლინიკაში, აუცრელია“, - აცხადებს ლევან გოფოძე.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 რატომ არ იყვნენ სსრკ-ში ანტივაქსერები?

👉 როგორ ებრძოდა საუკუნეების წინ კაცობრიობა ვაქცინაციას

👉 რომელი ჯგუფისთვის იქნება სეზონური გრიპი მძიმე? - ECDC-ის განმარტება

👉 „შეზღუდვების დაწესება გარდაუვალია“ - ალექსანდრე გოგინავა

👉 „სახიფათო ვითარებაა, ველოდებით შემთხვევების უფრო ზრდას, ვიდრე კლებას“ - სპეციალისტები ეპიდვითარებაზე

👉 რა სიმპტომები ახასიათებს გრიპს და კორონავირუსს ერთად? - ივანე ჩხაიძის განმარტება