მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რა სიმპტომები ახასიათებს გრიპს და კორონავირუსს ერთად? - ივანე ჩხაიძის განმარტება

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი
1635419209
COVID-19

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე, გრიპის ვირუსზე და ვაქცინაციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, თუ რამდენიმე კვირის განმავლობაში ინფიცირებულთა ასეთი ციფრები შენარჩუნდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მეხუთე ტალღა დაიწყო.

ამასთან, ივანე ჩხაიძის თქმით, ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია, რაც სერიოზულ რისკს წარმოადგენს ეპიდვითარების კუთხით.

„ყველა კომპონენტი რომლითაც ფასდება პანდემიის მიმდინარეობა, მიუთითებს იმაზე, რომ წინსვლა არ გვაქვს. ბოლო კვირების განმავლობაში ინფიცირებულთა მაჩვენებელი მაღალია. ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ქვეყანაში რჩება ისევ ძალიან მძიმე. ჩვენ ვერ ვახერხებთ გავზარდოთ ვაქცინაციის რიცხვი. ვაქცინაციის მაჩვენებელი რჩება დაბალ ციფრებზე, რაც წარმოადგენს სერიოზულ რისკს იმისათვის, რომ ამ პროცესის გააქტიურების გარეშე ჩვენ მომდევნო პერიოდის მანძილზე ისევ და ისევ დაგვრჩება ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი. თუ ვაქცინაციის მაჩვენებელი მაღალია - ინფიცირებულთა რიცხვი არის დაბალი, ჩვენ საპირისპირო ვითარება გვაქვს.

პანდემიის კონტროლი დღევანდელი რეკომენდაციით მდგომარეობს მოზრდილი მოსახლეობის მინიმუმ 60%-ის ვაქცინაციაში, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ დელტა ვარიანტია დომინანტური, დელტა ვარიანტის შემთხვევაში მოსახლეობის 80%-ის ვაქცინაცია აუცილებელია, რათა ჩვენ ვთქვათ, რომ პანდემია კონტროლდება. ზამთრის პერიოდში, ჩვენ არ გვრჩება არანაირი ბერკეტი, რომ როგორმე ხელი შევუშალოთ ამ რიცხვების კიდევ ზრდას.

მივიღეთ, ის რაც უნდა მიგვეღო, მომდევნო კვირების განმავლობაში და განსაკუთრებით ზამთარში ვირუსული ინფექციების გავრცელების დროს არ გვრჩება არანაირი ბერკეტი ხელი შევუშალოთ პანდემიის ზრდას.

თუ უახლოეს კვირების განმავლობაში გადავაბიჯებთ 6 200 ზღვარს, მაშინ შესაძლებელია ვთქვათ, რომ გვაქვს მეხუთე ტალღა და ეს ტალღა იქნება კატასტროფული. ჯერჯერობით საველე ჰოსპიტლებში საწოლები თავისუფალია“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ივანე ჩხაიძემ პრესკონფერენციაზე, კორონავირუსის ახალ ვარიანტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი მუტაცია ეპიდსიტუაციის სურათს არ ცვლის.

კორონავირუსის ახალი მუტაცია არის ქვევარიანტი დელტასი. მისი ერთეული შემთხვევებია მხოლოდ ამ ეტაპზე დაფიქსირებული, რაც ეპიდსიტუაციის სურათს არ ცვლის. შესაძლოა, საქართველოშიც ეს ახალი მუტაცია წარმოვიდგინოთ, მაგრამ ეს არის ჯერ ერთეული შემთხვევები და ჯანმო არ განიხილავს, როგორც შეშფოთების მუტაციას, ეს მუტაციები საზოგადოების ჯანმრთელობისთვის პრობლემას არ წარმოადგენენ“, - აღნიშნავს ჩხაიძე.

იმუნიზაციის ტექნიკური მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, გრიპის და კორონავირუსის თვისებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კლინიკური ნიშნების საფუძველზე განსხვავება ძალიან რთული იქნება.

ივანე ჩხაიძემ, ასევე, ყურადღება გაამახვილა ვაქცინაციასა კოვიდპასპორტზე. მისი თქმით, თუ ადამიანი კორონავირუსით და გრიპით ერთდროულად ინფიცირდა, ლეტალობის რისკი გაცილებით უფრო მაღალია:

ვაქცინაციის პროცესი გაჩერებულია, ამის საპასუხოდ გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული. გადაწყვეტილების ვარიანტები ბევრია, ერთ-ერთია მწვანე ციფრული პასპორტი. ქვეყანაში მწვანე ციფრული პასპორტის დანერგვის იდეა იქნება წარმატებული. მეორე გზა, რომელიც უფრო მეტად ეფექტური და სწრაფია, ეს არის გარკვეულ ჯგუფებში სავალდებულო ვაქცინაციის შემოღება.

სიმპტომები კორონავირუსის და გრიპის მსგავსია. ივლისი, აგვისტო, სექტემბრის განმავლობაში ადამიანს, რომელსაც აღენიშნებოდა მაღალი ტემპერატურა, ყელის, კუნთების, თავის ტკივილი და საერთო სისუსტე კატეგორიულად იყო კორონავირუსი. ახლა კი განსხვავება იქნება წარმოუდგენელი. კლინიკურ ნიშნებზე დაყრდნობით ვერ განასხვავებ ეს არის გრიპი თუ კორონავირუსი. იმისთვის, რომ ჩვენ საბოლოო დიაგნოზი დავსვათ და რაც მთავარია, მკურნალობა დავიწყოთ, აუცილებლად დაგვჭირდება ლაბორატორიული ტესტირება.

გრიპის ვაქცინას 2 დადებითი კომპონენტი აქვს. ვაქცინა ადამიანს იცავს ორივე ვირუსის ინფიცირებისაგან, რადგან ორივეს არსებობა ადამიანის მდგომარეობას ამძიმებს.

გრიპის და კორონავირუსი სიმპტომებია: მაღალი ტემპერატურა (38 და უფრო მეტი), თვალების, ყელის, კუნთებისა და სახსრების, თავის ტკივილი და მშრალი იშვიათი ხველა. ყველა ამ სიმპტომის უკან დგას დაავადების მძიმე მიმდინარეობა განსხვავებით გაციებისგან, რომელსაც არცერთი ეს ჩამოთვლილი ნიშანი არ ახასიათებს. გაციებას არ ახასიათებს - კუნთების, თავის ძლიერი და ყელის ტკივილი. ცხვირცემინება არ ახასიათებს გრიპს, ახასიათებს გაციებას.

როცა ზამთრის სეზონზე ვლაპარაკობთ, აქ 3 განსხვავებული ვირუსული ინფექცია უნდა იყოს განხილული. კორონავირუსი შეიძლება მიმდინარეობდეს გაციების მსგავსი სიმპტომებითაც. ვერცერთი ექიმი, სპეციალისტი მხოლოდ კლინიკურ ნიშნებზე და სისხლის ანალიზებზე დაყრდნობით ვერ განასხვავებს - ეს არის კორონავირუსი, გაციება თუ გრიპი“, - განაცხადა იმუნიზაციის ტექნიკური მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 რატომ არ იყვნენ სსრკ-ში ანტივაქსერები?

👉 როგორ ებრძოდა საუკუნეების წინ კაცობრიობა ვაქცინაციას

👉 „შესაძლოა, ვაქცინაცია ნოემბრიდან სავალდებულო გახდეს“ - ამირან გამყრელიძე

👉 „საქართველოშიც შეიძლება ახალი შტამები წარმოიქმნას“ - ინფექციონისტი

👉 „კოვიდპასპორტები სწრაფად უნდა შემოვიღოთ, სხვა ალტერნატივა არ დაგვრჩა“ - ბიძინა კულუმბეგოვი

👉 „გვინდა თუ არა, სავალდებულო ვაქცინაციის შემოღება მოგვიწევს“ - ამირან გამყრელიძე

👉 „რა დროს მიტინგებია?! გაქანებული ეპიდემიაა, ვირუსი მძვინვარებს“ - გიორგი ფხაკაძე

👉 ორი ვირუსი ერთდროულად სიკვდილის რისკს აორმაგებს - ჯენი ჰარისი