მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სახიფათო ვითარებაა, ველოდებით შემთხვევების უფრო ზრდას, ვიდრე კლებას“ - სპეციალისტები ეპიდვითარებაზე

„სახიფათო ვითარებაა, ველოდებით შემთხვევების უფრო ზრდას, ვიდრე კლებას“
1635398199
COVID-19

ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის პედიატრმა, კონსტანტინე ჩახუნაშვილმა და ეპიდემიოლოგმა ოთარ ჩოკოშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში გაუარესებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე ისაუბრეს.

მათი თქმით, ვითარება ყველა მხრივ გაუარესებულია, რაც საწოლფონდების გადატვირთვის საშიშროებას ქმნის.

როგორც ეპიდემიოლოგი ოთარ ჩოკოშვილი აღნიშნავს, პოპულაციური იმუნიტეტის მისაღწევად აუცილებელია ვაქცინაციის ტემპის გაზრდა.

„ჩვენ ველოდებით შემთხვევების უფრო ზრდას, ვიდრე კლებას და რეალურად, ქვეყანაში არის შემდგომი ტალღის გავრცელება და მიმდინარე თვეები იქნება საკმაოდ მაღალი გავრცელებით, რაც გააჩენს იმის საშიშროებას, რომ გადაიტვირთოს საწოლფონდები. ვაქცინებულთა რაოდენობის მატება არის ჩვენი მთავარი სამიზნე, რათა მივაღწიოთ დამცველობით, ე.წ პოპულაციურ იმუნიტეტს და თავიდან ავიცილოთ დაავადების შემდგომი გართულებული შემთხვევები“, - განაცხადა ოთარ ჩოკოშვილმა.

გაუარესებულ ეპიდვითარებაზე და ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა, ასევე, ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის პედიატრმა, კონსტანტინე ჩახუნაშვილმა.

მისი თქმით, არსებული სიტუაცია სამედიცინო სექტორის გადატვირთვას გამოიწვევს და ხარისხი გაუარესდება.

„ვითარება გაუარესებულია და ბოლო ორი კვირაა, ერთსა და იმავე მაჩვენებელზე რჩება. სახიფათო ვითარებაა, იქიდან გამომდინარე, რომ კლინიკებში მომართვიანობა თუ გაიზარდა, არ აქვს მნიშვნელობა კორონავირუსის, თუ სხვა ვირუსების გამო, ეს გამოიწვევს სამედიცინო სექტორის კიდევ უფრო მეტ გადატვირთვას და შესაბამისად, ხარისხი გაუარესდება. აქედან გამომდინარე, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ავიცრათ“, - აცხადებს კონსტანტინე ჩახუნაშვილი.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 რომელი ჯგუფისთვის იქნება სეზონური გრიპი მძიმე? - ECDC-ის განმარტება

👉 „შეზღუდვების დაწესება გარდაუვალია“ - ალექსანდრე გოგინავა

👉 „რა დროს მიტინგებია?! გაქანებული ეპიდემიაა, ვირუსი მძვინვარებს“ - გიორგი ფხაკაძე

👉 „ეპიდვითარების გაუმჯობესება პირდაპირ კავშირშია ვაქცინაციის გაზრდასთან“ - ამირან გამყრელიძე

👉 „კორონავირუსმა, შესაძლოა, გავლენა მოახდინოს ქალის ნაყოფიერებაზე“ - ზაზა წერეთელი