მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„საქართველოში დელტა ვარიანტით ინფიცირებულთა 10% ბავშვია“ - ივანე ჩხაიძე

ივანე ჩხაიძე
1626945844
COVID-19

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ პრესკონფერენციაზე, ეპიდემიოლოგიურ სიტუაციასა და ბავშვებში დელტა შტამის მიმდინარეობაზე ისაუბრა.

„რამდენიმე კვირის განმავლობაში ქვეყანა იქნება დიდი რისკის ქვეშ, კიდევ უფრო ზრდადი ინფიცირების მაჩვენებლის თვალსაზრისით. ინფიცირების ძირითადი განმაპირობებელია დელტა ვარიანტი, რომელიც 40%-ში ფიქსირდება. ამ ვარიანტს ახასიათებს 2-3 კვირაში შემთხვევის გაორმაგების უნარი.

ეს არის ვარიანტი, რომელიც უფრო მეტი გადამდებლობით, ინვესტირებით და მძიმე მიმდინარეობით ხასიათდება, ასე, რომ დელტა ვარიანტი კიდევ უფრო დაამძიმებს ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას.

დელტა ვარიანტის ერთ-ერთი განმასხვავებელი თავისებურება არის ის, რომ უფრო მეტი გავრცელება ახასიათებს ახალგაზრდებში და ბავშვებში, ეს კიდეც აისახა საქართველოს რეალობაში. თავისებურებამ განაპირობა კიდეც აუცილებლობა დამატებითი პედიატრიული კლინიკის გამოყოფის.

უფრო მეტია რისკი მძიმე შემთხვევის ბავშვებში, უფრო მეტია რისკი, რომ ისინი საჭიროებენ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მკურნალობას. მომდევნო დღეები და კვირები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ბავშვების ჰოსპიტალიზაციისა და ბავშვების ლეტალობის თვალსაზრისითაც.

საქართველოში ინფიცირებულთა 10% არის ბავშვი, გამოდის, ქვეყანაში 150-200 ბავშვი ინფიცირდება, რაც ძალიან მაღალია. თუ შემთხვევების მატება იქნება საწოლების პრობლემა აუცილებლად დაგვიდგება. ეს არის ყველაზე ცუდი სცენარი, რაც შეიძლება ქვეყანას ჰქონდეს, სამწუხაროდ ახლანდელი მონაცემებით ამ სცენარისკენ მივდივართ“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

როგორც ივანე ჩხაიძემ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, საქართველოში ინდური შტამის 92 დადასტურებული შემთხვევაა.

„კორონავირუსის დელტა ვარიანტის განმასხვავებელი თვისებები, რა თქმა უნდა, არსებობს, თუმცა ეს იმდენად უმნიშვნელოა, რომ არსებულ სიმპტომებზე დაყრდნობა, არის თუ არა ეს ინდური შტამი ძალიან რთულია“, - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

ინდური შტამის სიმპტომები

🔴 ნაკლებად ცხელება და ხველა

🔴 ძლიერი ყელის ტკივილი

🔴 ძლიერი თავის ტკივილი

🔴 ცხვირიდან გამონადენი

🔴 ყნოსვის და გემოვნების დაკარგვა, თუმცა დელტა ვარიანტისთვის ეს ნაკლებად ხშირია

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 2 261 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 395 621-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 410 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 369 483-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 636 პირი ემსხვერპლა.

აგრეთვე წაიკითხეთ:👇

👉 როგორ და რა ვადაში დგინდება რომელი შტამით არის ადამიანი ინფიცირებული

👉 „სინოფარმის“ ვაქცინა დელტა შტამის მიმართ ეფექტიანია

👉 „დელტა შტამი“ ძალიან აგრესიულად მიდის ახალგაზრდა მამაკაცებში“

👉 დელტა შტამს შეუძლია გვერდი აუაროს ჩამოყალიბებულ იმუნიტეტს

👉 როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ ბავშვს კორონავირუსის დამამძიმებელი სიმპტომი აქვს და აუცილებელია ექიმის მიმართვა?