მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საჩხერის სამედიცინო ცენტრში 101 წლის ქალმა კორონავირუსი დაამარცხა

101 წლის ვენერა პაპიძემ კოვიდ 19 დაამარცხა
1619185251
COVID-19

საჩხერის სამედიცინო ცენტრში 101 წლის ვენერა პაპიძე კოვიდ 19-ისგან განიკურნა.

ვენერა პაპიძემ სამედიცინო დაწესებულებას ვირუსის სიმპტომების გამოვლენიდან მე-5 დღეს მიმართა. როგორც საავადმყოფოში აცხადებენ, მყისიერი რეაგირებით ინფიცირებულმა პაციენტმა ინფექციის დამარცხება შეძლო.

ვენერა პაპიძე საჩხერის სამედიცინო ცენტრის მედპერსონალმა სახლში აპლოდისმენტებით გააცილეს.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1271 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 729 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 301535-ს შეადგენს, ხოლო საერთო ჯამში ვირუსის დამარცხება 284286-მა პაციენტმა შეძლო.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 22 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.42%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.75%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.55%.

ამავე თემაზე:

🔴 „რაც უფრო დიდი ხანი ცირკულირებს კორონავირუსი, მუტაციის შესაძლებლობა ერთი ათად იზრდება“ - კულუმბეგოვი

🔴 რეინფიცირება და გადატვირთული კლინიკა - ლევან რატიანი კოვიდსიტუაციის შესახებ

🔴 „ივლისისთვის აცრის ყოველდღიური მაჩვენებელი 10-12 ათასამდე უნდა ავიდეს“ - გამყრელიძე