საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 9 ახალი ფაქტი დაფიქსირდა, რის შედეგადაც შემთხვევების რაოდენობა 227-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა. გამოჯანმრთელდა კიდევ ერთი პაციენტი, რის შედეგადაც განკურნებულთა რიცხვმა 52 შეადგინა. ამჟამად 170 პაციენტი გადის მკურნალობას. გარდაცვლილია 3 ადამიანი.