მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 10 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 10 ადამიანი გარდაიცვალა
1617691735
COVID-19

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 10 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე Stopcov.ge-ზე განახლდა.

ამავე მონაცემების თანახმად, საერთო ჯამში სულ გარდაცვლილია 3832 პაციენტი.

რაც შეეხება ვირუსით ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევებს მათი რაოდენობა 284958-ს შეადგენს, ხოლო გამოჯანმრთელებულია 275220 პირი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 5 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.65 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.94%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.32 %.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 880. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 191 ადამიანი. სულ 6 ოქტომბრიდან - 5 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 017 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 9 857 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 4 213 პირი, აჭარაში - 1 291, იმერეთში - 1 018.

👉 ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. ვირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.

👉 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 დიმიტრი ხუნდაძე „სინოფარმის“ შესახებ: საერთაშორისო აღიარების გარეშე, ის მოხმარებაში არ გავა

👉 „ჩინური ვაქცინის შესახებ მთავარი პრობლემა ჯერჯერობით ინფორმაციის არარსებობაა“- ვახტანგ კალოიანი