მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში კოვიდვაქცინის ორი დოზით 82 189 ადამიანია აცრილი

აცრა
1624261295
COVID-19

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 922-მა ადამიანმა გაიკეთა.

21 ივნისის მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 234 410 აცრა, სრულად ვაქცინირებულია 82 189 ადამიანი.

აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522.

ინფორმაციისათვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 260 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 834 ადამიანი, ხოლო 15 პირი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 359141 -ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 5175 ადამიანი, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 345582 პირი.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 2,35%, ბოლო 14 დღის - 2,45%, ბოლო 7 დღის - 2,62%-ია.

იხილეთ აგრეთვე:

✅„განიხილება ღია სივრცეებში პირბადის ტარების აუცილებლობის გაუქმება“- თენგიზ ცერცვაძე

✅„ღამით გადაადგილებაზე შეზღუდვა, სავარაუდოდ, მოიხსნება“- თენგიზ ცერცვაძე

✅ჯანმოს განცხადების მიხედვით, სექტემბრისთვის თითოეული ქვეყნის მოსახლეობის, სულ მცირე, 10% ვაქცინირებული უნდა იყოს