მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში ფაიზერის ვაქცინა 14 000 ადამიანისთვისაა განკუთვნილი - გამყრელიძე

„ეპიდსიტუაცია ნელი ტემპით უმჯობესდება“
1626251643
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში ფაიზერის ვაქცინა 14 ათასი ადამიანისთვის არის განკუთვნილი.

გამყრელიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე შემოსულია ფაიზერის 28 000 დოზა.

„ამ ეტაპზე შემოსულია ფაიზერის 28 000 დოზა, რომელიც ორ ნაწილად გაიყოფა. მოგეხსენებათ, მეორე დოზა კეთდება სამი კვირის შემდეგ. ჯავშნები 18 წლის ზემოთ იქნება, მაგრამ იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება უკვე არსებობს, რომ ასაკი დაიწევს ფაიზერზე და ფაიზერით ვაქცინაცია მეორე ეტაპზე დაიშვება 16 წლის ზემოთ პირებისთვის. ეს გაფორმდება მომავალ კვირაში მინისტრის შესაბამისი ბრძანებით და მეორე პარტია რომ შემოვა, ასაკი იქნება 16 წლის ზემოთ“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველომ დღეს ფაიზერის ვაქცინა მიიღო. ფაიზერის ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21-28 დღის ინტერვალით კეთდება. ფაიზერმა ვაქცინა გერმანულ პარტნიორ კომპანია „ბიონტექთან“ ერთად შექმნა.

უსაფრთხოებიდან გამომდინარე ფაიზერითა და ასტრაზენეკით ვაქცინაცია მხოლოდ კლინიკებში იქნება შესაძლებელი. ხოლო ჩინური ვაქცინებით სინოფარმით და სინოვაკით იმუნიზაცია მოქალაქეებს დამატებით მოწყობილ ვაქცინაციის ცენტრებშიც შეეძლებათ.

COVID 19-ის ვაქცინაციაზე რეგისტრაციასთან დაკავშირებული კონსულტაციის მისაღებად, ასევე, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ცხელ ხაზს ნომერზე – 144-3.

ამავე თემაზე:

🔴 7 დაწესებულება, სადაც მოქალაქეები ფაიზერით აცრას შეძლებენ

🔴 „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოშია

🔴 1663 ინფიცირება, 769 გამოჯანმრთელება, 13 გარდაცვალება - ეპიდვითარება საქართველოში