მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოშია

საქართველოში ფაიზერის ვაქცინა შემოიტანეს
1626245644
COVID-19

ამერიკულ-გერმანული წარმოების ფაიზერის ვაქცინა უკვე საქართველოშია. აღნიშნულის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Pia.ge-ს ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს.

ფაიზერის ვაქცინა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერაა აღიარებული. ფაიზერით იმუნიზაცია მოქალაქეებს პირველ ეტაპზე 7 სამედიცინო დაწესებულებაში შეეძლებათ.

ფაიზერით ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია მოქალაქეებს 14 ივლისს, 15:00 საათიდან შეეძლებათ, აცრის პროცესი კი 16 ივლისიდან დაიწყება. ფაიზერით ვაქცინაციისთვის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე – booking.moh.gov.ge

ფაიზერის ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21-28 დღის ინტერვალით კეთდება. ფაიზერმა ვაქცინა გერმანულ პარტნიორ კომპანია „ბიონტექთან“ ერთად შექმნა.

უსაფრთხოებიდან გამომდინარე ფაიზერითა და ასტრაზენეკით ვაქცინაცია მხოლოდ კლინიკებში იქნება შესაძლებელი. ხოლო ჩინური ვაქცინებით სინოფარმით და სინოვაკით იმუნიზაცია მოქალაქეებს დამატებით მოწყობილ ვაქცინაციის ცენტრებშიც შეეძლებათ.

COVID 19-ის ვაქცინაციაზე რეგისტრაციასთან დაკავშირებული კონსულტაციის მისაღებად, ასევე, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ცხელ ხაზს ნომერზე – 144-3.

ფაიზერთან ხელშეკრულების ფარგლებში საქართველო ეტაპობრივად 1 000 350 დოზა ვაქცინას მიიღებს.

COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა!

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ 1663 ინფიცირება, 769 გამოჯანმრთელება, 13 გარდაცვალება - ეპიდვითარება საქართველოში

✔️ ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინით 6 992 ადამიანი აიცრა

✔️ „აცრილი ადამიანების დაბალი მაჩვენებელი, უამრავ გარდაცვლილს გულისხმობს“ - ივანე ჩხაიძე