მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

7 დაწესებულება, სადაც მოქალაქეები ფაიზერით აცრას შეძლებენ

აცრა
1626248538
COVID-19

ფაიზერით იმუნიზაცია მოქალაქეებს პირველ ეტაპზე 7 სამედიცინო დაწესებულებაში შეეძლებათ.

კლინიკების ჩამონათვალი 👇

თბილისი

✔️ „ამტელ ჰოსპიტალ პირველი კლინიკური“

✔️ „კავკასიის მედიცინის ცენტრი“

✔️ „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა“

✔️ ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალი“

ბათუმი

✔️ „რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“

ქუთაისი

✔️ „დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი“

გორი

✔️ „გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი“.

ამ ეტაპისთვის, ფაიზერით ვაქცინაციის პროცესში 30 ბრიგადაა ჩართული, თუმცა იმუნიზაციის პროცესში ეტაპობრივად 80 სამედიცინო დაწესებულება, სულ მცირე 240 ბრიგადით ჩაერთვება.

ფაიზერით ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია მოქალაქეებს დღეს, 15:00 საათიდან შეეძლებათ, აცრის პროცესი კი 16 ივლისიდან დაიწყება.

ფაიზერით ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21-28 დღის ინტერვალით კეთდება.

აცრაზე რეგისტრაცია შესაძლებელია, როგორც ელექტრონული პორტალის - booking.moh.gov.ge მეშვეობით, ასევე, უშუალოდ დაწესებულების ცხელ ხაზზე - 144-3.

ამავე თემაზე:

✔️ „აცრილი ადამიანების დაბალი მაჩვენებელი უამრავ გარდაცვლილს გულისხმობს“ - ივანე ჩხაიძე

✔️ ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინით 6 992 ადამიანი აიცრა

✔️ „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოშია

✔️ 1663 ინფიცირება, 769 გამოჯანმრთელება, 13 გარდაცვალება - ეპიდვითარება საქართველოში