მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რა დროს მიტინგებია?! გაქანებული ეპიდემიაა, ვირუსი მძვინვარებს“ - გიორგი ფხაკაძე

„რა დროს მიტინგებია! გაქანებული ეპიდემიაა, ვირუსი მძვინვარებს“„რა დროს მიტინგებია! გაქანებული ეპიდემიაა, ვირუსი მძვინვარებს“
1635248478
COVID-19

ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესებაზე ეპიდემიოლოგები და ჯანდაცვის ექსპერტები ჯერ კიდევ აგვისტოში საუბრობდნენ. ამ მოლოდინის უმთავრეს მიზეზად ეპიდემიოლოგები რესპირაციული ინფექციების სეზონის დაწყებას და ვაქცინაციის დაბალ ტემპს ასახელებენ.

ეპიდემიოლოგიურ სიტუაციასა და კორონავირუსს ახალ შტამზე საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-სთან საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, ქვეყანაში ეპიდვითარება საგანგაშოა, ასევე, ვაქცინაციის ტემპიც დაბალია.

ამასთან, ფხაკაძე ამბობს, რომ აუცილებელია გარკვეული შეზღუდვების შემოღება და არსებული რეგულაციების მეტად კონტროლი.

„საქართველოში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გაუარესებულია. ეპიდსიტუაცია ვერ იმართება და ვინც არიან პასუხისმგებელი პირები, მათი პასუხისმგებლობის საკითხი ადრე თუ გვიან აუცილებლად დადგება.

არც ერთი და არც მეორე პარტია არ ფიქრობს მოსახლეობაზე. ჯერ ერთმა ჩაატარა აქცია ბათუმში და თბილისში, ახლა მეორე ატარებს აქციას. რა დროს მიტინგებია?! გაქანებული ეპიდემიაა, ვირუსი მძვინვარებს - სირცხვილია. ყველაზე დიდი დანაშაული იყო მაშინ, როცა პოლიტიკური პარტიები ვერ შეთანხმდნენ და არჩევნები არ გადადეს.

ყველა საკუთარ თავზე ფიქრობს, ადამიანებზე კი არავინ. ქვეყანაში გვაქვს წინასაარჩევნო გარემო და ეპიდსიტუაციის კონტროლი არ ხდება ისე, როგორც უნდა ხდებოდეს“, - აცხადებს გიორგი ფხაკაძე.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, ყურადღება, ასევე, კორონავირუსის ახალ შტამზეც გაამახვილა და ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ დელტა პლუსი საქართველოშიც შემოვიდა.

ჯანდაცვის ექსპერტი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ვაქცინაცია მხოლოდ „ფაიზერის“ ვაქცინით უნდა მიმდინარეობდეს.

„ჩვენთან არის ე.წ რუსული ვირუსი შემოსული. ეს არის გაძლიერებული დელტა პლუსი, რომელიც არის - ვერაგი, საშიში და უფრო მეტად ვრცელდება. უკვე ყველა ქვეყანაში დაფიქსირდა და საქართველოშიც ეს ვირუსი შემოვიდა, თუმცა, ამაზე არავინ ლაპარაკობს.

ქვეყანა უნდა გადავიდეს „ფაიზერით“ ვაქცინაციაზე. 16 წლის ზემოთ მოსახლეობის 90% უნდა იყოს აცრილი და ამის ბევრი მექანიზმი არსებობს. ვაღიაროთ, რომ ვაქცინაციის პროცესს და ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას ვერ მართავენ“, - აღნიშნა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „შესაძლოა, ვაქცინაცია ნოემბრიდან სავალდებულო გახდეს“ - ამირან გამყრელიძე

👉 „მოსახლეობა აკეთებს ყველაფერს, რომ პანდემია კიდევ უფრო გაძლიერდეს და მეხუთე ტალღა იყოს მძიმე“ - თენგიზ ცერცვაძე

👉 „საქართველოშიც შეიძლება ახალი შტამები წარმოიქმნას“ - ინფექციონისტი

👉 „კოვიდპასპორტები სწრაფად უნდა შემოვიღოთ, სხვა ალტერნატივა არ დაგვრჩა“ - ბიძინა კულუმბეგოვი

👉 „გვინდა თუ არა, სავალდებულო ვაქცინაციის შემოღება მოგვიწევს“ - ამირან გამყრელიძე

👉 „შესაძლოა, გარკვეულ ადგილებში კოვიდპასპორტები შემოვიღოთ“ - ეკატერინე ტიკარაძე