მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„საკითხი წყდება არა თბილისში, არამედ ჟენევაში“ - გიორგი ფხაკაძე ვაქცინის შემოტანაზე

ჯანდაცვის ექსპერტი
1611140050
COVID-19

გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ ქვეყანა ვაქცინაციას მომზადებული უნდა შეხვდეს.

ფხაკაძის თქმით, არასწორი ვაქცინაციის პროცესმა ვითარება ბევრად უფრო საშიში შეიძლება გახადოს.

„ისე იძახიან საქართველოში ვაქცინას არ გავიკეთებთო, თითქოს უკვე იყოს. ვაქცინა უნდა იყოს კარგი, სხვა შემთხვევაში ჯობია საერთოდ მის გარეშე იყოთ. არასწორი ვაქცინაციის პროცესი უფრო საშიშია, ვიდრე სხვა რამე. ჯობია მოვემზადოთ და მომზადებული შევხვდეთ პროცესს“, - აღნიშნა ფხაკაძემ სოციალურ ქსელში ჩართვის დროს.

ამასთან, გიორგი ფხაკაძე ვაქცინაციის გეგმაზეც საუბრობს და ამბობს, რომ „კაცმა არ იცის როგორია“.

„მე გეუბნებით საქართველოში არავინ იღებს გადაწყვეტილებას თუ რა ვაქცინა შემოვა და როდის. ეს არის რეალური ინფორმაცია. იმიტომ რომ ეს საკითხი წყდება არა თბილისში, არამედ ეს საკითხი წყდება ჟენევაში. როცა „ნამცეცობები“ დარჩება, იმ „ნამცეცობებს“ გადმოისვრიან. თუ ვიღაცამ, 10 000 დოზა ვაქცინა შემოიტანა, ეს ვაქცინაციის პროგრამა არ არის. ეს უფრო დიდ ზარალს შემოიტანს ვიდრე შედეგს“, - აღნიშნა ფხაკაძემ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ ეპიდვითარება საქართველოში

✔️ „ქვეყნის გახსნას მკაცრი რეგულაციებით ვეთანხმები“ - გიორგი ფხაკაძე

✔️ „საქართველოს შეუძლია ნებისმიერი ტემპერატურული მოთხოვნის ვაქცინა მიიღოს“ - თამარ გაბუნია