მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შეიძლება თუ არა დაავადებების დროს ვაქცინაციის ჩატარება? - კულუმბეგოვის განმარტება

ალერგოლოგ-იმუნოლოგი
1627457100
COVID-19

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი კოვიდვაქცინაციასთან დაკავშირებით ფეისბუკგვერდზე რეკომენდაციებს ავრცელებს.

„ბოლო რამდენიმე დღეა ჩემს სოციალური ქსელში ვაქცინაციასთან დაკავშირებული დიდი რაოდენობით კითხვები შემოდის. მათი ძირითადი ნაწილი ინდივიდუალური ადამიანების ისტორიებია, სადაც მოთხრობილია დაბადებიდან დღემდე ალერგოლოგიური, თუ სხვა თანმხლები დაავადებების დეტალური აღწერა.

სამწუხაროდ თითოეული ადამიანისთვის პასუხის გაცემა ჩემს ძალებს აღემატება, რისთვისაც ყველას დიდი ბოდიში მინდა მოვუხადო. ძირითადი კითხვების შინაარსი ერთია, შეიძლება თუ არა სხვადასხვა დაავადებების დროს ვაქცინაციის ჩატარება.

შევეცდები, აქვე გავცე ამ კითხვებს პასუხი:

🔴 აცრა კატეგორიულად არ შეიძლება ნებისმიერი მწვავე დაავადების ან ქრონიკული დაავადების გამწვავების დროს

🔴 აცრა კატეგორიულად არ შეიძლება თუ ვაქცინის პირველ დოზაზე განვითარდა ანაფილაქსია ან ვაქცინაში შემავალ კომპონენტებზე (პოლიეთილენგლიკოლი-ფაიზერი, პოლისორბატი - „ასტრაზენეკა“, ალუმინის ჰიდროქსიდი - „სინოფარმი“ და სინოვაკი) უკვე თქვენთვის ცნობილია, რომ გაქვთ ალერგია. სხვა ყველა ალერგიული დაავადება (თუ ის გამწვავებული არაა) კოვიდ 19 ვაქცინაციის წინაღობას არ წარმოადგენს

🔴 ორსულობა და ლაქტაცია: დაშვებულია „ფაიზერი“, ამ ეტაპზე უკუჩვენება - სინოფარმი/სინოვაკი

🔴 თუ დაგეგმილი ვაქცინის წინ შემთხვევით აღმოჩნდით კოვიდინფიცირებულის პირდაპირი კონტაქტი, მაშინ ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი რეკომენდაციას იძლევა, ვაქცინა გადავადდეს თვითიზოლაციის დასრულებამდე

🔴 ნევროლოგიური, კარდიოლოგიური, ანტიალერგიული და ა.შ. მედიკამენტების შეჩერება აცილებელი არაა აცრის წინ

🔴 ყველა ქრონიკული დაავადება, როგორიცაა დიაბეტი, გადატანილი ინსულტი, ინფარქტი, სიმსივნე, ასთმა, თირკმლის პათოლოგიები, ფსორიაზი, ვენური დაავადება და ასე შემდეგ, არ წარმოადგენს აცრის უკუჩვენებას, პირიქით, ასეთი ადამიანების აცრა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

🔴 აცრის წინ და მის შემდეგ არანაირი ანალიზის (სისხლის საერთო, კოაგულოგრამა, ანტისხეულებზე ტესტი...) გაკეთება არ გჭირდებათ

🔴 არასოდეს აცრა არ გამიკეთებია და როგორ მოვიქცე? ეს არაა კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის უკუჩვენება და ზედმეტი ემოციის გარეშე აიცერით.

🔴 ცოფის, ტეტანუსის და სხვა ვაქცინების გამოყენების შემდეგ კოვიდის საწინააღმდეგო აცრა შეიძლება გაკეთდეს 14 დღეში

გისურვებთ ჯანმრთელობა და სიმშვიდეს, რომლის მოპოვების გზა ახლა ვაქცინაციაზე გადის“, - წერს კულუმბეგოვი.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „ვაქცინას არავითარი გავლენა მამაკაცის რეპროდუქციულ ცვლაზე ან ქალბატონის შვილოსნობის უნარზე არ გააჩნია“

👉 ორსულების აცრა „ფაიზერით“ შეიძლება