მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„შესაძლებელია, საჭირო გახდეს დამატებითი შეზღუდვების დაწესება“ - ალექსანდრე გოგინავა

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა
1635835638
COVID-19

ეპიდემიოლოგიურ სიტუაციასა და ვაქცინაციის დაბალ ტემპზე ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, ჰოსპიტლებში პრაქტიკულად ადგილები არ არის.

ამასთან, ინფექციონისტი ამბობს, რომ ვაქცინაცია ამ ეტაპისთვის ჩავარდნილია.

„ეპიდსიტუაცია მკვეთრად გაუარესდა, ამას ერთვის ისიც, რომ მობილობა არის გაზრდილი. მოსახლეობის დიდი ნაწილი არ იტარებს ვაქცინაციას და ტემპი საკმაოდ დაბალია. აქედან გამომდინარე ის რისკებიც არსებობს, რომ ჰოსპიტალური სექტორი კიდევ უფრო გადაიტვირთოს.

შესაძლებელია საჭირო გახდეს დამატებითი შეზღუდვების დაწესება. ვაქცინაცია წარმოადგენს მთავარ საბრძოლო საშუალებას პანდემიასთან და მოკლევადიან პერსპექტივაში, რა თქმა უნდა, ასევე, მნიშვნელოვანია რეკომენდაციების დაცვა“, - აცხადებს ალექსანდრე გოგინავა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 რატომ არ იყვნენ სსრკ-ში ანტივაქსერები?

👉 როგორ ებრძოდა საუკუნეების წინ კაცობრიობა ვაქცინაციას

👉 რომელი ჯგუფისთვის იქნება სეზონური გრიპი მძიმე? - ECDC-ის განმარტება

👉 „შეზღუდვების დაწესება გარდაუვალია“ - ალექსანდრე გოგინავა

👉 „სახიფათო ვითარებაა, ველოდებით შემთხვევების უფრო ზრდას, ვიდრე კლებას“ - სპეციალისტები ეპიდვითარებაზე

👉 რა სიმპტომები ახასიათებს გრიპს და კორონავირუსს ერთად? - ივანე ჩხაიძის განმარტება