მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შესაძლოა ქვეყანაში ახალი შეზღუდვები დაწესდეს

„ზაფხულში მნიშვნელოვან საჭიროებას წარმოადგენს მოქალაქეებისთვის გადაადგილებაზე შეზღუდვის მოხსნა“
1632340320
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სატელევიზიო ეთერში, ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე ისაუბრა. მინისტრმა ყურადღება, ასევე, პრევენციული ზომების მიღებაზეც გაამახვილა.

როგორც ეკა ტიკარაძე აღნიშნავს, ახალ რეგულაციებზე მსჯელობა მიმდინარეობს და ჯანდაცვის სამინისტრო საკოორდინაციო საბჭოს შეზღუდვების გამკაცრების რეკომენდაციით მიმართავს.

„ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ნამდვილად დასტაბილურდა, თუმცა, მკვეთრი კლება აღარ შეინიშნება, რაც, ასევე არის საყურადღებო და ჩვენ ვსაუბრობთ, ვმსჯელობთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა რეკომენდაციები იქნება გაცემული საბჭოსთან მიმართებაში, იმისათვის, რომ ინფექციის კლება კვლავ ინტენსიურად გაგრძელდეს.

ჯერჯერობით ჩვენ არ გვაქვს ზუსტი გეგმა ამასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული, ვმსჯელობთ, შესაძლოა ეს რეკომენდაციები შეიცვალოს ჯერ არ არსებობს სრული პაკეტი, რომელიც საკოორდინაციო საბჭოს წარედგინება. თუმცა მიმდინარეობს გარკვეული კონსულტაციები. იმის საფუძველს რომ დამატებითი ღონისძიებები გასატარებელია ჩვენ გვაძლევს ინფექციის გავრცელების კოეფიციენტის შეჩერება და ოდნავი მატება.

შემდგომი 3 კვირისთვის შეიძლება ვივარაუდოთ დადებითობის მაჩვენებლის გაზრდა და სწორედ იმისათვის, რომ ამას თავი ავარიდოთ მნიშვნელოვანია განხილული იყოს სხვადასხვა ღონისძიება, რომელიც ეფექტური იქნება და განაპირობებს ინფექციის კლებას და არა ზრდას“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისი თქმით, ჯერჯერობით, უწყება მსჯელობს და ნაადრევი იქნება თქმა, რა შეზღუდვები გამკაცრდება ან დაემატება.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 თუ სრული ვაქცინაციის შემდეგ ჩვენთან სიკვდილიანობა იქნება 7-ზე მეტი, გადავდგები

👉 „მოსახლეობამ ზურგი აქცია ვაქცინაციას და თავის თავს, ქვეყანას უწყობს საბოტაჟს“