მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თუ სრული ვაქცინაციის შემდეგ ჩვენთან სიკვდილიანობა იქნება 7-ზე მეტი, გადავდგები - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი
1632335036
COVID-19

„ისე, რომ ჯერ ვაქცინაციით მოცვა არ გვაქვს, გარდაცვლილთა რიცხვი 80-დან 42, 43-მდე შევამცირეთ, რაც სახელმწიფოს უზარმაზარი ძალისხმევის შედეგია“, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ცერცვაძე აცხადებს, აიღებს პასუხისმგებლობას და გადადგება, თუ სრული ვაქცინაციის შემდეგ სიკვდილიანობა 7-ზე მეტი იქნება.

„არ გვინდა ეს საქართველო? ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შანსი იმისა, რომ ჩვენთანაც გარდაცვლილთა რიცხვი არ იყოს 9-ზე მეტი. ჩვენ უდიდესი ძალისხმევით, ისე რომ ჯერ ვაქცინაციით მოცვა არ გვაქვს, შევამცირეთ გარდაცვლილთა რიცხვი 80-დან 42, 43-მდე, რაც სახელმწიფოს უზარმაზარი ძალისხმევის შედეგია.

მხედველობაში მაქვს დეფიციტური მედიკამენტების მოპოვება, შემოტანა ისეთების, რომლებიც მსოფლიოს სულ 2-3 ქვეყანაში გამოიყენება, ბრიტანეთში, იტალიაში, გერმანიაში და სხვაგან ჯერ არც არის. ეს არის ექიმების მაქსიმალური თავგანწირვა.

დღე და ღამე არ ტოვებენ კლინიკებს და რეანიმაციებს. ამის ხარჯზე გავანახევრეთ სიკვდილიანობა, მაგრამ ეს არ არის გამოსავალი. ჩვენ რომ დღეს ვაქცინირებული ვიყოთ, მივაღწიოთ ქვეყნის 2/3-ის ვაქცინირებას და თუ ჩვენი სიკვდილიანობა იქნება, რაც არის ისრაელში - 6,7,8 შემთხვევაზე მეტი, მზად ვარ პასუხი ვაგო.

ავიღებ პასუხისმგებლობას ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, გადავდგები, თუ სრული ვაქცინაციის შემდეგ ჩვენთან სიკვდილიანობა იქნება 6-ზე ან 7-ზე მეტი“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „ვაქცინაციის კამპანია ზუსტად იმ რანგში უნდა იყოს აყვანილი, როგორიც საარჩევნო კამპანიაა“

👉 „მოსახლეობამ ზურგი აქცია ვაქცინაციას და თავის თავს, ქვეყანას უწყობს საბოტაჟს“

👉 „ვაქცინაციის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირებულია და ეს სერიოზული სიგნალია“