მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სინოფარმით“ ვაქცინაცია 4 მაისიდან დაიწყება - გამყრელიძე

სინოფარმი
1618737505
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ჩინური ვაქცინა „სინოფარმით“ ვაქცინაცია 4 მაისიდან დაიწყება.

„შემიძლია გითხრათ, რომ არის ზრდის დინამიკა ოდნავ არის, მაგრამ არა ისეთი, რომელიც ჩვენ გვინდა. ამიტომ მოწოდებები უნდა იყოს სულ, რომ დღეს არის საშუალება 55 წელს ზემოთ მოსახლეობის აცრისა „ასტრაზენეკათი“ და რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაეწეროს და აიცრას. მეორე, ასევე გადაწყვეტილია, რომ მალე ამოქმედდება ჩინური „სინოფარმით“ აცრები და დაიწყება 4 მაისიდან“, - აცხადებს გამყრელიძე.

საქართველოში კოვიდვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო. საქართველოში ბოლო 24 საათში კოვიდინფიცირების 818 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 783 გამოჯანმრთელდა, ხოლო 14 პაციენტი ვირუსს ემსხვერპლა.

ამავე თემაზე:

✔️ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 29 184 ადამიანია აცრილი

✔️ საქართველოში კორონავირუსით კიდევ 14 ადამიანი გარდაიცვალა

✔️ 465 თბილისი, 75 აჭარა - კოვიდინფიცირების გავრცელების არეალი საქართველოში