მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სინოფარმითა“ და „სინოვაკით“ ვაქცინირებულებს მესამე დოზის გაკეთება სურვილის მიხედვით შეეძლებათ

სინოფარმის ვაქცინა
1633598506
COVID-19

„სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინით აცრილ პირებს მესამე დოზის გაკეთება სურვილის მიხედვით შეეძლებათ. ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ვაქცინირებულ პირებს ე.წ. ბუსტერ დოზის გაკეთების უფლება მეორე დოზის მიღებიდან 28 დღის გასვლის შემდეგ ექნებათ. ასევე, მათ შეუძლიათ აირჩიონ, გაიკეთონ „სინოფარმი“ თუ „ფაიზერი“.

„სინოფარმსა“ და „სინოვაკთან“ დაკავშირებით ეს არის უკვე იმ ადამიანის გადასაწყვეტი, ვისაც გაკეთებული აქვს ეს ვაქცინები. „სინოფარმზე“ არ არის დაფიქსირებული, რომ მას აუცილებლად სჭირდება მესამე დოზა.

თუ „ბუსტერის“ გაკეთება არის სურვილი, ამ შემთხვევაში მეორე დოზის გაკეთებიდან უნდა იყოს გასული 28 დღე და ადამიანს შეუძლია აირჩიოს გაიკეთოს მესამე დოზა „სინოფარმი“ ან „ფაიზერი“, - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინის მესამე დოზის, ე.წ. ბუსტერის გაკეთებას ის მოქალაქეები შეძლებენ, რომლებიც საზღვარგარეთ მიემგზავრებიან.

იმუნიზაციის საბჭოზე ასევე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საქართველო უახლოეს დღეებში 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვების ვაქცინაციას დაიწყებს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 „არასწორია მოსაზრება, რომ კორონავირუსი სამუდამო იმუნიტეტს ტოვებს“ - ივანე ჩხაიძე

🔴 თუ ვაქცინაციის ტემპი არ გამოსწორდება, ეს ნიშნავს რომ საქართველომ პანდემიასთან ბრძოლის ეფექტური ღონისძიების, ვაქცინაციის გამოყენება ვერ მოახერხა - ივანე ჩხაიძე

🔴 „გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ირიბად ამცირებს კორონავირუსით ჰოსპიტალიზაციის რისკს“ - ჩხაიძე

🔴 კოვიდინფიცირების გავრცელების არეალი საქართველოში