მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თამარ გაბუნია: გაიხსნება ქოლ-ცენტრი, სადაც მოქალაქეებს რიგის დაჯავშნის საშუალება ექნებათ

„პირბადის გამოყენების მნიშვნელობა უცვლელი რჩება“
1625388250
COVID-19

„ვაქცინაციის პროცესზე გარკვეული ხარვეზები გამოსწორდა, თუმცა პორტალი სრულად აღდგენილი არ არის“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

„24 საათიან რეჟიმში მუშაობს ტექნიკური ჯგუფი. გარკვეული ხარვეზები გამოსწორდა, თუმცა ბოლომდე ჯერჯერობით, ყველა ხარვეზის გამოსწორება ვერ მოხერხდა. ამდენად, მუშაობა გრძელდება და როგორც კი დასრულდება აღდგენითი სამუშაოები, მოსახლეობა ამის შესახებ ინფორმაციას დაუყოვნებლივ მიღებს.

გუშინდელი ინფორმაციით, რამდენიმე საათი მოითხოვეს ტექნიკოსებმა, რომ ხარვეზი აღმოფხვრილიყო. როგორც ჩანს, დაზიანება მეტად კომპლექსური იყო, ვიდრე თავიდან შეფასდა. ამდენად, ჯერჯერობით პროცესი მიმდინარეობს, ჩემთვის რთულია ზუსტი ვადების დასახელება.

კიბერშეტევასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება მანამდე ამის შესახებ კომენტარს ვერ გავაკეთებ.

რა თქმა უნდა, მასობრივი ვაქცინაციის პროგრამის დაწყება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. ხვალ-ზეგ 150 დაწესებულება, რომელიც ჩართულია ვაქცინაციის პროგრამაში, გახსნის ქოლ-ცენტრს, სადაც მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, დარეკონ და რიგი იქვე დაჯავშნოს“ - აცხადებს თამარ გაბუნია.

შეგახსენებთ, ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პორტალი ჩაირთო, თუმცა მოქალაქეები დარეგისტრირებას ვერ ახერხებენ.

ქვეყანაში „ასტრაზენეკით“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან.

3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „სინოფარმის“ ვაქცინას ავტორიზაცია 7 მაისს მიანიჭა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ მილიონი დოზა საქართველოშია

🔴 „შესაძლოა აგვისტოდან სრულად ჩაანაცვლოს ინდურმა შტამმა ვუჰანური და ბრიტანული შტამები“